Charlie Hebdo-ს რედაქტორის წიგნი სიკვდილის შემდეგ გამოვიდა

საფრანგეთში ყოველკვირეული სატირული ჟურნალის Charlie Hebdo-ს მთავარი რედაქტორის სტეფან შარბონის წიგნი გამოვიდა.
წიგნში, რომელზე მუშაობაც სიკვდილამდე ორი დღით ადრე დაამთავრა შარბონიემ, რელიგიის შესახებ უფლებების დაცინვაა, ამბობენ გამომცემლები.
ავტორი ასევე ამბობს წიგნში, რომ დასავლეთმა რასიზმთან ბრძოლა ისლამოფობიით ჩაანაცვლა.
წიგნი დღეს გავიდა გაყიდვაში და მას ქვია „ღია წერილი თაღლითებს ისლამოფობებისგან, რომლებიც რასისტების წისქვილზე ასხამენ წყალს.“
სტეფან შარბონნიე შარბის ფსევდონიმით წერდა.
7 იანვრის დილით რედაქტორი ჟურნალის 11 თანამშრომელთან ერთად ძმებმა საიდ და შერიფ კუაშებმა წინასწარმატყველი მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნების გამო რედაქციაში ჩაცხრილეს.

banner
წინა სტატიაშირუსეთის მთავრობამ აბორტების აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
შემდეგი სტატიაფრანკფურტში ტექნო მუსიკის მუზეუმს გახსნიან