Charlie Hebdo-ს თანამშრომლები 14 იანვარს მორიგ ნომერს გამოუშვებენ

news
: news იანვარი 8, 2015 18:41

Charlie Hebdo-ს თანამშრომლები 14 იანვარს მორიგ ნომერს გამოუშვებენ

მნიშვნელოვანი

  • სატირული ჟურნალის, Charlie Hebdo-ს გადარჩენილი თანამშრომლები ახალი ნომრის გამოსაშვებად შეიკრიბებიან.

სხვა სტატიები

სატირული ჟურნალის,  Charlie Hebdo-ს გადარჩენილი თანამშრომლები ახალი ნომრის გამოსაშვებად შეიკრიბებიან. “ფრანს-პრესის” ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალის მიმომხილველმა პატრიკ პელუმ განაცხადა. “ეს ძალიან მძიმეა. ჩვენ განვიცდით მწუხარებასაც და შიშსაც, მაგრამ ამას მაინც გავაკეთებთ, რადგან სისულელე ვერ გაიმარჯვებს”, – აღნიშნა პელუმ.
მისივე ინფორმაციით, ახალი ნომრის გამოსვლა 14 იანვარს არის დაგეგმილი, რომელიც სხვა შენობაში აიწყობა, რადგან ჟურნალის რედაქციაში შესვლა შეუძლებელია.
ჟურნალის რედაქციაზე 7 იანვარს მომხდარი თავდასხმის შედეგად 12 ადამიანია გარდაცვლილი, მათ შორის მთავარი რედაქტორი და ხუთი მხატვარ-კარიკატურისტი.

news
: news იანვარი 8, 2015 18:41

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,695
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics