ჩარკვიანი: ვაგებ პასუხს იმ მოძრაობაზე, რომ არავინ არ გაინძრევა ამ მოძრაობიდან, მხოლოდ მშვიდობიანად მივიყვან აეროპორტამდე

პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის საქართველოში მშვიდობიანად დასაბრუნებლად “საერთო სახალხო მოძრაობა” დააფუძნა, ამბობს, რომ თუ პრემიერმინისტრის ქმედებები სამოქალაქო დაპირისპირებას გამოიწვევს, ის თავს ციხეში ამოყოფს.

“ახლა იქნება თქვენზე პასუხისმგებლობა, ვინაიდან მე, ვაგებ პასუხს იმ მოძრაობაზე, რომ არავინ არ გაინძრევა ამ მოძრაობიდან, მხოლოდ მშვიდობიანად მივიყვან აეროპორტამდე, ხოლო თქვენზე იქნება სისხლისღვრის პასუხისმგებლობა, თუ თქვენ გადაწყვიტავთ სამოქალაქო ომს საქართველოში.

თუ ვნახე, რომ ეხლა გადაწყვეტილების მიღების ჟამს, როცა ქართული სახელმწიფოებრიობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მშვიდობიან მოსახლეობას დაუპირისპირებთ თქვენს მიერ უკვე დასავლეთისთვის კარგად ნაცნობ ბანდას, პირობას გაძლევთ, ციხეში ამოყობთ თავს, თქვენ ირაკლი ღარიბაშვილი ამ საქციელისთვის მომავალში ამოყოფთ თავს”, – თქვა თაკო ჩარკივიანმა.

banner
წინა სტატიაშიდეკანოიძე: იცის, როგორი იქნება არჩევნების შედეგები და ცდილობს, გაემიჯნოს “ოცნებას”
შემდეგი სტატია4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება