ჩარკვიანი: უნდა გამოიცვალოს და პროკურატურის რეფორმა მოხდეს

ოპოზიციონერი დეპუტატის, თაკო ჩარკვიანის თქმით, დღევანდელ პროკურატურას საქართველოში არავინ ენდობა და მის განცხადებასაც არავინ მიიღებს.

აღნიშნული კომენტარით ჩარკვიანი გამოეხმაურა პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „2012 წლის ციხის კადრების“ საქმეზე ზურაბ ადეიშვილი და დავით ჭაკუა დამნაშავედ ცნეს.

„შეუძლებელია, ცხრა წლის თავზე, 2021 წელს რაიმე განცხადება მიიღო იმ პროკურატურისგან, რომელსაც საქართველოში არავინ ენდობა, რადგან კრიმინალ ბედუკაძეს პარტიის შექმნის უფლება მისცეს და გმირი უწოდეს. ნდობა აღარ არის არათავისუფალი, ოლიგარქის ჯიბის პროკურატურის მიმართ. მაშინ, როცა 5-6 ივლისის მოვლენები და ბანდების თარეში არ აქვს გამოძიებული პროკურატურას, მისგან ვერაფერს მიიღებს საზოგადოება.

უნდა გამოიცვალოს და პროკურატურის რეფორმა მოხდეს. რეფორმის შემდეგ განვიხილავთ, რა, როგორ იყო 2012, 2013 და 2009 წელსაც. ვერ მივიღებთ ამ განცხადებას ირაკლი შოთაძისგან, რომელსაც სრულიად საქართველო უნდობლობას უცხადებს“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

banner
წინა სტატიაშიმედიის წარმომადგენლებზე ძალადობაში ბრალდებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიაქნირში: კვლავაც დავაკვირდებით, თუ როგორ იცავს საქართველოში სახელმწიფო ყველა მოქალაქის ძირითად უფლებებს