ჩარკვიანი წულუკიანს – დღეს ბაგრატი ჩახჩახებს, ლამაზია, თქვენ დროს არ არსებობს საყდრისი – აფეთქებულია!

„ძალიან ყურადღებით გისმენდით და არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ „ტანსაცმელს არ ვაქცევდი ყურადღებას ქორეოგრაფიაში ქართული ცეკვის დროსო“ ამ დროს ვიტირო თუ ვიცინო, არ ვიცი. ეს არის დილეტანტიზმი და არაპროფესიონალიზმი. ქალბატონო თეა, სოლიკო ვირსალაძის გარდა კორიფეები გვყავს, რაც ქართული ქორეოგრაფიის ნაწილია ეტყობა, თქვენ ცეკვას ცალკე განიხილავთ – თამარ აბაკელია, ქობულაძე, სოლიკო ვირსალაძე… თქვენ კულტურის მინისტრი ხართ… ეს შორს წასული თემაა და ამიტომ განათლებასთან მივალთ, რაც ძალზე სამწუხაროა. მე ვარ ის ადამიანი, ჩარეცხილებს რომ არ უწოდებდა ხალხს და ბაგრატის ტაძრის რესტავრაციას ვაპროტესტებდი სწორად, მე მინდოდა კონსერვაცია-რესტავრაცია, რაც სწორი იქნებოდა, მაგრამ დღეს ბაგრატი ჩახჩახებს, ლამაზია და დგას, სამაგიეროდ, თქვენი ხელისუფლების მოღვაწეობის დროს არ არსებობს საყდრისი – აფეთქებულია! და ჩვენ ვართ თარიღი და თარიღია გელათი. როგორც დღევანდელი პრეზიდენტი იტყოდა, ჯარი თურმე არ გვყავს, დიახ, ჩვენ ვართ დაგლეჯილი, ოკუპირებული ქვეყანა და ჩვენ ვართ თარიღი. თქვენ ანადგურებთ თარიღებს! საყდრისი აღარ არსებობს! ჩემი თხოვნა, გინდაც მოთხოვნა, ვინაიდან საზოგადოება აღარ გენდობათ და ალბათ, ანგარიშვალდებულიც ხართ, ოქროს ფონდის შესახებ დაწვრილებით მოგვაწოდოთ ხოლმე ინფორმაცია არა მხოლოდ კულტურის კომიტეტს, ვინაიდან ვხედავთ, რომ ისინი როგორც ჩანს, თქვენს დაქვემდებარებაში არიან, არადა, პირიქით უნდა იყოს, უმაღლეს ორგანოს უნდა ექვემდებარებოდეს კულტურის მინისტრი, თორემ თქვენს დღევანდელ გამოსვლას ცოტა სხვაგვარად გააპროტესტებდნენ. ამიტომ მოგვაწოდეთ ხოლმე ზუსტი ანგარიში სად, როგორ განთავსდება და რა პირობებში, რა ელის საქართველოს თარიღს, ანუ ოქროს ფონდს, რომელიც პრაქტიკულად ჩვენი იდენტიფიცირების საშუალებას გვაძლევს“, – მიმართა წულუკიანს ჩარკვიანმა.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი წულუკიანს – მინისტრისგან, რომელმაც ჟურნალისტს მიკროფონი გამოგლიჯა, ალბათ, არც ის გაგვიკვირდება, რომ კალმები აეცალა მწერლებისთვის
შემდეგი სტატიაღმერთი მაღლიდან იყურება და იცის, რომ ჩემი გამოსვლის პირველ ნაწილში სიძულვილის ენით არ მისაუბრია – წულუკიანი