ჩარკვიანი – სააკაშვილი დაბრუნდა მშვიდობით, ახლა დიდი შერიგება დავდოთ

მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდა მშვიდობით, მშვიდობა მისცეს ღმერთმა საქართველოს. დღეს დილით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ სახელმწიფო არ არის, ასე იცის ოლიგარქიამ, ამ ტიპის მმართველობამ, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

„სახელმწიფოს როდესაც გახრწნი, მერე ეს კორუფცია და გახრწნილი სახელმწიფო შემოგიბრუნდება ამ ფორმით. სათავეში არის ფეოდალი, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო. სააკაშვილის მიერ აშენებული სახელმწიფო უნდა დავიბრუნოთ. მან სახელმწიფო ააშენა. მართლმსაჯულება, რომლის მიმართაც რაღაც პრეტენზიები გვქონდა, ამათმა გახრწნეს. მე ველოდები მშვიდობიან სცენარს, გუშინ მივმართე მათ და ვთქვი, მოდით, წავიდეთ დიდ შერიგებაზე. მობრუნდა პრეზიდენტი, ახლა ტვინი გაანძრიონ. თუ ტვინი არ გააჩნია ღარიბაშვილს, მის გარშემო არიან ადამიანები და მათ მივმართავ, ფრთხილად, ბატონებო, სახელმწიფოს არ მიგატაცებინებთ, ახლა შერიგების დრო დაიწყო და ახალი, რეფორმირებული მართლმსაჯულების წინაშე წარდგება სრულიად საქართველო მომავალში, ახლა დიდი შერიგება დავდოთ“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

https://youtu.be/xMzR2d0qYVI

banner
წინა სტატიაშიADB-იმ თიბისის, მსოფლიოში წლის საუკეთესო ტრანზაქციისთვის, ჯილდო გადასცა
შემდეგი სტატიაუდუმაშვილი – როდის და როგორ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, სააკაშვილი საქართველოშია