ჩარკვიანი – პერმანენტული ბრძოლა დაიწყო

„გუშინდელი დღე უმნიშვნელოვანესი იყო. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო კობახიძის ძალიან საშიში განცხადება. ეს იყო პირდაპირი მნიშვნელობით, გუშინ რეჟიმის გაცხადება. ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს დარჩა ის, რომ ამ არაკონსტიტუციურ განაცხადს დაეთანხმოს და პრაქტიკულად ჩათვალეთ, რომ სახელმწიფო აღარ გვაქვს.

გუშინდელი დღე იყო გარდამტეხი ამ ყველაფრისა. დილოგი გვინდაო ამბობენ და როგორც კი გამოჩნდება რამე, მაშინვე კობახიძეს გამოაჩენენ. ხელისუფლება ყველა დიალოგს ძირშივე კლავს, რადგან მედიატორად, არ შეიძლება, ასეთი სამართლებრივი ჩარჩოებიდან გასულ ადამიანს უშვებს. უმნიშვნელოვანესი ბრძოლა აქციებით, შეკრებებით გრძელდება, ჩვენ მივიღებთ ერთ დოკუმენტს, რომელიც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება მედიისთვისაც, ვერავინ ვერ იტყვის, რომ ჩვენ რაიმეზე ვამბობთ უარს. ოპოზიცია დიალოგისთვის მუდმივად მზადაა. არაფერზე არ მოდის, გვევაჭრება“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

banner
წინა სტატიაშინათელაშვილი – განხილვაშია ალტერნატიული სახალხო პარლამენტის შექმნა
შემდეგი სტატიამელია – ივანიშვილი ან ნიშნავს არჩევნებს, ან ოპოზიცია დაიწყებს მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მკვეთრი საპროტესტო აქციებისთვის მზადებას