ჩარკვიანი – ოკუპანტის მიერ დევნილი პრეზიდენტი ჩამოდის, თავი არ მოვიჭრათ, ღირსეულად უნდა დავხვდეთ

“ოკუპანტის მიერ დევნილი პრეზიდენტი ჩამოდის, თავი არ უნდა მოვიჭრათ, სირცხვილი არ უნდა ვჭამოთ” – ასე გამოეხმაურა პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას 2 ოქტომბერს ქვეყანაში დაბრუნებასთან დაკავშირებით.

“მივმართავ ყველას, ქართველებს, არაქართველებს ყველა მოქალაქეს! ოკუპანტის მიერ დევნილი პრეზიდენტი ჩამოდის, თავი არ მოვიჭრათ და სირცხვილი არ ვჭამოთ, ღირსეულად უნდა დავხვდეთ. რუსეთზე მომუშავე კლანურ მაფიურ მართლმსაჯულებას არ უნდა გავასამართლებინოთ, ჩვენი პრეზიდენტი ჩვენია, ოკუპანტს ნუ მივუგდებთ საჯიჯგნად, ამ ლაქას ვერ მოიცილებს ქვეყანა!

მოვითხოვოთ, ამუშავდეს ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლი, მიეცეს მას სამართლიანი სასამართლოს გამოყენების უფლება! პრეზიდენტი სააკაშვილი ბრუნდება და მშვიდობიან გზას ვუსურვებ მას!”, – წერს თაკო ჩარკვიანი.

banner
წინა სტატიაშიკალაძე – მამაჩემს ორდენიძეების ოჯახთან არანაირი კავშირი არ აქვს
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკი და დეველოპერული კომპანია „რედ-კო“ SOLO- ებს კიდევ ერთ შეთავაზებას უკეთებს