ჩარკვიანი – მოღალატეობრივია განცხადება, თურმე პატარა საქართველოა დამნაშავე იმაში, რომ რუსეთი თავს დაგვესხა – ვინ უნდა გაასამართლონ – 500 ათასი ადამიანი?

მოღალატეობრივია განცხადება იმის თაობაზე, რომ თურმე პატარა საქართველოა დამნაშავე იმაში, რომ რუსეთი შემოგვივარდა და თავს დაგვესხა – პირადად ჩემთვის ამ ტიპის განცხადებებია ღალატი! – ეს განცხადება მედიასთან პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა თაკო ჩარკვიანმა გააკეთა.

როგორც ჩარკვიანმა ამ კონტექსტში აღნიშნა, საერთაშორისო დოკუმენტებში წერია, რომ რუსეთის მსხვერპლია საქართველო.

„ვინ უნდა გაასამართლონ – 500 ათასი ადამიანი? პარტია რა არის? – პარტია არის იდეოლოგია და ამომრჩეველი. 500 ათასს კაცს ასამართლებენ?! წარმოუდგენელია ამ ხელისუფლებისგან 12 წლის თავზე ამაზე საუბარია – საუბარი იმ ხელისუფლები მხრიდან, რომელმაც ქვეყანა 40 წლით უკან დახია”, – განაცხადა თამარ ჩარკვიანმა.

banner
წინა სტატიაშიჭიაბერაშვილი – 2008 წელს საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადარჩა ჩვენი გმირი ჯარისკაცების წყალობით, უპრეცედენტო საერთაშორისო დახმარებითა და მიხეილ სააკაშვილის სიმტკიცით
შემდეგი სტატიაოჯახი 13 წლის დაჩი ქარჩავას ეძებს