ჩარკვიანი – გიორგი ვაშაძეს მე პრემიერობა შევთავაზე, მან ელისაშვილის გვერდით დგომა აირჩია

მე გული მწყდება, რომ ჩემი გიორგი ვაშაძე, რომელზეც ძალიან დიდი იმედებს ვამყარებდი, დღეს აღმოჩნდა ვახო მეგრელიშვილის და ალეკო ელისაშვილის გვერდით, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

როგორც თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, მან გიორგი ვაშაძეს პრემიერ-მინისტრობა შესთავაზა, ხოლო ვაშაძემ ელისაშვილის გვერდით დგომა არჩია.

„მე გული მწყდება, რომ ჩემი გიორგი ვაშაძე, რომელზეც ძალიან დიდი იმედებს ვამყარებდი, დღეს აღმოჩნდა ვახო მეგრელიშვილის და ალეკო ელისაშვილის გვერდით იმ დოკუმენტზე ხელის მომწერი, რომელიც იმ საარჩევნო სისტემას, რომელზეც მე და გიორგის ათასგზის გვისაუბრია ტექნოლოგიებით და ციფრული ტექნოლოგიებით, ეს ის დოკუმენტი არ არის, ასე რომ ჩემგან ნუ ეწყინება, მე მას პრემიერობა შევთავაზე, მან ელისაშვილის გვერდით დგომა აირჩია, ეს უკვე მისი პრობლემაა“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

banner
წინა სტატიაშინასიძის ქუჩაზე სროლის შედეგად დაჭრილი მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
შემდეგი სტატიააშშ უკრაინას დამატებით 155 მილიონ დოლარს გამოუყოფს