ჩარკვიანი: ასეთ რეჟიმში ქვეყანა ვერ გააგრძელებს ცხოვრებას

ასეთ რეჟიმში ქვეყანა ვერ გააგრძელებს ცხოვრებას. დაჭერის შემთხვევაში, მე პირადად გარანტიას გაძლევთ, მოძრაობა „სააკაშვილის დასაბრუნებლად“ კვლავ გააგრძელებს ბრძოლას უმწვავესად, მოსვენებას არ მოგცემთ კანონის და სამართლის ფარგლებში, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრს მიმართა.

ჩარკვიანმა ასევე მიმართა შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს, რომელთან შეხვედრის სურვილიც გამოთქვა.

„ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენის წინაშე ვართ. ეს ეხება არჩევნებს, რომელიც რეფერენდუმის სახით ტარდება. უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენაა კიევი-თბილისის რეისი, რომელიც საქართველოს მოსახლეობის 30 პროცენტს და სხვებსაც, ვინც არ შედის ამ 30 პროცენტში, უნდათ, რომ ეს რეისი მშვიდობიანად დასრულდეს. დღეს უკვე მეორედ მოვისმინეთ ღარიბაშვილის ძალიან უხერხული, ანტისახელმწიფოებრივი განცხადება, რადგან მას, როგორც ჩანს, ავიწყდება რომ არის სრულიად საქართველოს პრემიერი და არა ერთი ნაწილის. ძალიან იოლად საუბრობს ადამიანთა დაპირისპირებაზე, რაც წარმოუდგენელია საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, თუ მას არ აქვს ჩაფიქრებული, ესკალაცია მოახდინოს. მინდა მივმართო ირაკლი ღარიბაშვილს, ვახტანგ გომელაურს, რომელთანაც შეხვედრა გვინდა. ეს შეხვედრა კარგი იქნებოდა დელეგაციის სახით. ეს მხოლოდ ჭირისუფლური საუბარი იქნება და ვფიქრობ, სახელმწიფოებრივად მოაზროვენეობა მათ მართებთ, რადგან საქართველოს არის ძალიან დიდი გადაწყვეტილების წინაშე. ვიღაც არ ჩამოდი, ჩამოდის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც სახელმწიფოს შენებაში, თუ თქვენ არ გჯერათ, რომ დიდი წვლილი აქვს შეტანილი, აღმოჩნდა, რომ 800 ათასმა კაცმა დაიჯერა. იმ ყოფილ პრეზიდენტს ხელში უჭირავს პარტია. პარტია არის ამომრჩეველი. ამომრჩეველი არის 800 ათასამდე. გნებავთ, ერთი წლის წინანდელი თქვენი ციფრი იყოს და 27 პროცენტი იყოს, ეს არის 600 ათასი მოქალაქე. 600 ათასი მოქალაქე ჩემთვის ზუსტად ისეთივე მოქალაქეა, როგორიც „ქართული ოცნების“ და სხვა პარტიების მომხრეები“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში დაპირისპირება არვის სურს.

„თქვენ რადგან არ შეგწევთ უნარი, სახელმწიფოებრივად იაზროვნოთ, საქართველოში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც საძიძგნად, დასახლეჩად რუსეთისთვის გადასაბარებლად ქვეყანას არ დათმობენ. ვინაიდან ასეთი ვითარება შეიქმნა, ჩემი წინადადება ასეთია, გაანალიზეთ სწორად, ასეთ რეჟიმში ქვეყანა ვერ გააგრძელებს ცხოვრებას. დაჭერის შემთხვევაში, მე პირადად გარანტიას გაძლევთ, ზუსტად ისე, როგორც არ მიკითხავს ოპოზიციისთვის, მოძრაობა „სააკაშვილის დასაბრუნებლად“ კვლავ გააგრძელებს ბრძოლას უმწვავესად, მოსვენებას არ მოგცემთ კანონის და სამართლის ფარგლებში. ჩემი შემოთავაზება ასეთია, დაიწყოს საქართველოში დიდი შერიგების დასაწყისი, ეს თქვენც გჭირდებათ, იფიქრეთ სამომავლოდ, არ გაქვთ კარგი საქმეები ქვეყანაში გაკეთებული. ის მახინჯი სისტემა, რომელიც ყოფილი ხელისუფლების დროს იყო, თქვენ ის მართლმსაჯულება სულ დაამახინჯეთ, გაანადგურეთ, უარესად აღვირახსნილი გახადეთ. ამიტომ, ჩემი წინადადებაა, მშვიდობიანად მივცეთ საშუალება, დაჯდეს თვითმფრინავი“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

banner
წინა სტატიაშიგელხაური – კეზერაშვილის საქმეს კავშირი არ აქვს მართლმსაჯულებასთან
შემდეგი სტატიახოშტარია: არჩევნების დაცვის ყველაზე დიდი გარანტიაა არჩევნებზე მისული თითოეული მოქალაქე