ჩარკვიანი: ამოვაშროთ რა ეს 30 წლიანი პოლიტიკური ჭაობი და შევცუროთ რა ოკეანეში, იქ არც “შემთხვევით დაბრენდილები” არიან და არც “დაბრედილები”

“მესაზიზღრება “ ძალიან ეს აზელილი პოლიტიკა .თუ ვექტორალურად ,თუ ღირებულებებით, კატასტროფააა, რაც ახლა ხდება , მართლა “ვისი ვიოლინო , ვის როიალშია”??? გადაფასება და გაუფასურება ხდება ყველაფრის და დიდი სიფრთხილე გვმართებს ყველას, ახლა სწორედ, რომ ამ რუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა, სხვა “ქართველი-რუსი ოლიგარქები” და რუსის ჯარის შემომყვანის მოსურნე “მატრონები” არ დაგვავიწყოს, რადგან ქვეყნის გადაბარებას სხვა და სხვა ფორმები აქვს, “ ლამაზად შეფუთული” და ულამაზოდ, ისე კი ორივეს ქვეყნის ღალატი ჰქვია!
აი ახლა გვართებს სწორედ სიფრთხილე!
იგივე წრეზე ხალხნო????? დუპლეტები ხომ არ ვართ?! ისევ გეტყვი რომ მიყვარხარ და გული მიკვდება
ჩემო “ დაბრენდილო და დაბრედილო” საქართველოვ!!!!!!!!
ფერაგამოთი , შანელით, ივ სენ ლორანით შეფუთულ შელამაზებულო გულმავიწყობავ “ სკლეროზი” ,რომ გქვია არაპოლიტიკურ ენაზე, პოლიტიკურ -ხალხურ ენაზე რაც ჰქვია, ხალხმა იცის!
დილა მშვიდობისა “შემთხვევით დაბრენდილებო” და მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა ჩემო კეთილებო , ჭკვიანებო და “სექენდ ჰენდის” უმაგრესო მომხმარებლებო, ბიუჯეტის მძარცველებისგან ( წლების მანძილზე) “ დაბრედილებო” თქვენ გენაცვალეთ ,ამ “დილით” ერთმა გადაცემამ მომაგონა ერთ-ერთი პოლიტიკოსის გარდერობს განიხილავდნენ და მე კი თქვენ მომაგონდით ყველანი მაგრები , მუსიკოსები , მხატვრები, პოეტები, ლიტერატორები, პატრიოტები,ინჟინრები, გამომგონებლები, ისე უბრალოდ უბნელები , ჩემები – არა ჩემები, ნაღდები, აი ტელევიზორებთან წლებია რომ სხედან და დიდი ღირსებით და მოთმინებით “სისულეებს” რომ ისმენენ დილიდან, ნათაღლითარი თუ მოქმედი თაღლითებისგან, მომინდა რომ მეთქვა , რომ მიყვარხართ მაგრა ჩემო ღირსეულებო და “შემთხვევით დაბრენდილებისგან” “დაბრედილებო”! ამოვაშროთ რა ეს 30 წლიანი პოლიტიკური ჭაობი და შევცუროთ რა ოკეანეში, იქ არც “შემთხვევით დაბრენდილები” არიან და არც “დაბრედილები” – წერს თაკო ჩარკვიანი.

banner
წინა სტატიაში“ბასტი ბუბუ” შესაძლოა, შენობის გარეშე დარჩეს
შემდეგი სტატიაUEFA Grassroots Awards – სფფ-ის კოორდინატორი მასობრივი ფეხბურთის მიმართულებით უეფამ გამოარჩია