ჩარკვიანი – ახლა არის დიდი ბრძოლა, შეიძლება, პირდაპირი მნიშვნელობით გავხდეთ საქართველოს ანექსიის მოწმენი 21-ე საუკუნეში

მე გუშინ ხელისუფლებას შევთავაზე დიდი შერიგება, რადგან მართლმსაჯულების მიმართ არის ძალიან დიდი უნდობლობა. ვფიქრობ, ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის, ამაზე მთელი მსოფლიო ალაპარაკდა, კლანურ სასამართლოს უწოდებენ, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, ტაკო ჩარკიანმა მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ხვალინდელი დღე უმნიშვნელოვანესია და მოქალაქეებმა თითოეული ხმა უნდა დაიცვან.

„როგორც ჩანს, არ გაიგეს, ისევე როგორც ამას აკეთებს ხოლმე რუსული ხელისუფლება. ვეცდებით, ხვალ არჩევნებმა ჩაიაროს ისე, რომ მარცხი განიცადოს „ოცნებამ“, ეს არის უპირველესი ამოცანა, თითოეული ხმა უნდა დავიცვათ. ახლა არის დიდი ბრძოლა, ბევრი ამას უყურებს ცოტა მარტივად, არადა საქართველოს ანქექსიაზეა ლაპარაკი და შეიძლება, ჩვენ პირდაპირი მნიშვნელობით გავხდეთ საქართველოს ანექსიის მოწმენი 21-ე საუკუნეში. სააკაშვილმა იმიტომ გარისკა და გაწირა თავი“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი – ბევრი კითხულობს დღეს, პრეზიდენტი აპირებს თუ არა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას, პასუხი არის ერთი, მარტივი და საბოლოო – არა და არასოდეს
შემდეგი სტატიაუგულავა – უტიფარი და არაადეკვატურია პრეზიდენტი