ჩარევის ნიშნები სასამართლოში, ძალადობის გარემოს დაშვება – სახდეპის ანგარიში საქართველოზე

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოზე ახალ ანგარიშს აქვეყნებს.

პოლიტიკა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართ

ანგარიშის მიხედვით, საქართველო ღიაა უცხოური ინვესტიციებისთვის. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ კანონმდებლობა უზრუნველყოფს ხელსაყრელ პირობებს უცხოური ინვესტიციებისთვის. ინვესტიციების ხელშეწყობისა და გარანტიის აქტი იცავს უცხოელ ინვესტორებს შემდგომი კანონმდებლობისგან, რომელიც ცვლის მათი ინვესტიციის პირობებს ათი წლის განმავლობაში.

საუბარია იმაზეც, რომ საქართველოს ინვესტორთა საბჭო, საკონსულტაციო ორგანო, რომელიც ფუნქციონირებს 2015 წლიდან, მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს დიალოგს კერძო ბიზნეს საზოგადოებას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დონორებსა და საქართველოს მთავრობას შორის ხელსაყრელი, არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და სამართლიანი ბიზნესისა და ინვესტიციების შესაქმნელად.

ანგარიში ხაზს უსვამს, რომ პრივატიზაციის გამჭვირვალობა დროდადრო პრობლემა იყო. დოკუმენტში წერია, რომ არცერთი კანონი ან რეგულაცია არ აძლევს უფლებას კერძო ფირმებს მიიღონ წესდება ან ასოციაცია, რომელიც ზღუდავს ან კრძალავს უცხოურ ინვესტიციებს. საქართველოს კანონმდებლობა არ იცავს კერძო ფირმებს მფლობელობისგან. არ არსებობს რეგულაციები, რომლებიც კერძო ფირმებს უფლებას აძლევს შეზღუდონ უცხოელი პარტნიორების საინვესტიციო საქმიანობა ან შესაძლებლობა მოიპოვონ კონტროლი ადგილობრივ საწარმოებზე.

ხაზგასმულია ისიც, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უკანონოა ნებისმიერი სახის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონსი. ანგარიშში ნათქვამია, რომ კანონები ასევე კრძალავს წიაღისეულის მოძიებას, ფულადი გზავნილებსა და საერთაშორისო ტრანზიტს ოკუპირებული ტერიტორიების გავლით.

ბიზნესის ხელშეწყობა

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ბიზნესის ხელშეწყობის მექანიზმი უზრუნველყოფს ქალისა და მამაკაცის მიმართ თანაბარ მოპყრობას. ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ არსებობს სხვადასხვა სახელმწიფო და დონორთა მხარდაჭერილი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს მეწარმე ქალთა პოპულარიზაციას კონკრეტული ტრენინგის ან სხვა პროგრამების მეშვეობით, მათ შორის დაფინანსებისა და ბიზნეს ტრენინგის ხელმისაწვდომობის ჩათვლით.

ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულებები

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოს აქვს ორმხრივი შეთანხმებები ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ 32 ქვეყანასთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან.

“შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ 2012 წელს დაამყარეს მაღალი დონის ურთიერთიბაა ვაჭრობისა და ინვესტიციების შესახებ. შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულება გააფორმეს 1997 წლიდან და საქართველოს შეუძლია თავისი პროდუქტების ექსპორტი შეერთებულ შტატებში პრეფერენციების გენერალიზებული სისტემის პროგრამის ფარგლებში”. – წერია ანგარიშში.

ორმხრივი საგადასახადო ხელშეკრულებები

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2015 წელს საქართველომ მოახდინა საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის საგარეო ანგარიშების საგადასახადო შესაბამისობის აქტის რატიფიცირება და 2017 წელს საქართველომ ხელი მოაწერა “მრავალმხრივ კონვენციას საგადასახადო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განსახორციელებლად”.

მარეგულირებელი სისტემის გამჭვირვალობა

“საქართველოს საკანონმდებლო, მარეგულირებელი და სააღრიცხვო სისტემები გამჭვირვალე და საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობაშია და საქართველოს მთავრობამ აიღო ვალდებულება მიაღწიოს ამ სისტემების რეგულაციების კიდევ უფრო გამჭვირვალობასა და სიმარტივეს”. – წერია მაერგულირებელის სისტემის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ “თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს დამოუკიდებელი სტრუქტურის, კონკურენციის სააგენტოს შექმნას, რომელიც ახორციელებს ქმედით სახელმწიფო ზედამხედველობას თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ საბაზრო გარემოზე. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ კომპანიებს დომინანტური პოზიციები აქვთ ფარმაცევტულ, ნავთობსა და სხვა სექტორებში.

საერთაშორისო მარეგულირებელი საკითხები

სნგარიში ხაზს უსვამს, რომ საქართველო არის WTO-ს წევრი 2000 წლიდან და თანმიმდევრულად აკმაყოფილებს ვაჭრობასთან დაკავშირებული საინვესტიციო ღონისძიებების შეთანხმებაში შეტანილ მოთხოვნებსა და ვალდებულებებს. WTO-ში გაწევრიანების შემდეგ, საქართველოს ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერები არ შემოუღია.

იურიდიული სისტემა და სასამართლოს დამოუკიდებლობა

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს სამართლებრივი სისტემა ეფუძნება ქვეყანას აქვს სამსაფეხურიანი სასამართლო სისტემა. საქართველოს არ აქვს ინტეგრირებული კომერციული კოდი. არსებობს რამდენიმე განსხვავებული კანონი და კოდექსი (საგადასახადო კოდექსი, კანონი მეწარმეობის შესახებ და კანონი გადახდისუუნარობის შესახებ), რომლებიც არეგულირებს კომერციულ საქმიანობას საქართველოში.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში გამოხატულია შეშფოთება იმაზე, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა არაა სრულად დამოუკიდებელი და შეინიშნება პოლიტიკური ჩარევები.

“ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობა და სასამართლო სისტემაში პოლიტიკური ჩარევა, განსაკუთრებით გახმაურებულ საქმეებში, შეშფოთების მიზეზია. მოსამართლეების დანიშვნის პროცესის მთლიანობისა და სასამართლოს უნარის შესახებ შეშფოთება კვლავაც ძირს უთხრის ინვესტორების ნდობას სასამართლო სისტემის მიმართ”. – წერია ანგარიშში.

კონკურენციისა და ანტიმონოპოლიური კანონები

“საქართველოს 2005 წლის კანონი “თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“, რომელიც არეგულირებს კონკურენციას, შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და საერთაშორისო ხელშეკრულებებს”. – წერია ანგარიშში.

“2022 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი მომხმარებელთა დაცვის შესახებ, რომელიც წარმოადგენს არსებით კომპონენტს ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შორის; ის ადგენს მომხმარებელთა დაცვის წესებს და კრძალავს “უსამართლო კომერციულ პრაქტიკას“, რომელიც არღვევს ნდობისა და კეთილსინდისიერების ღირებულებებს. კონკურენციის ეროვნული სააგენტო პასუხისმგებელია მომხმარებელთა დაცვის კანონის აღსრულებაზე”. – ხაზს უსვამს ანგარიში.

ექსპროპრიაცია და კომპენსაცია

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია იცავს საკუთრების უფლებებს, მათ შორის საკუთრების, შეძენის, განკარგვისა და მემკვიდრეობის უფლებებს. საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ საქართველოს მოქალაქეების თანაბარი უფლებები და მოვალეობები, გარდა გარკვეული ქონებრივი უფლებისა.

“საქართველოში ექსპროპრიაციის დავები არ არის გავრცელებული, თუმცა წინა ხელისუფლების დროს იყო ქონების გადაცემის შემთხვევები, რომლებიც არ იყო გამჭვირვალე და განხორციელდა იძულებით”. – წერია ანგარიშში.

ინვესტორ-სახელმწიფო დავის გადაწყვეტა

ანგარიშში ნათქვამია, რომ ჩანს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში ჩარევის ნიშნები.

“მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია და კანონი ითვალისწინებს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას, რჩება სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში ჩარევის ნიშნები. მოსამართლეები დაუცველნი არიან პოლიტიკური ზეწოლის მიმართ სასამართლოს შიგნით და მის გარეთ. არსებობს თანმიმდევრული ცნობები პოლიტიკური ჩარევისა და კანონის უზენაესობის უპატივცემულობის შესახებ საკუთრების უფლების რიგ საქმეებში”. – წერია ანგარიშში.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული დავები ზოგჯერ ძირს უთხრის ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობისა და კანონის უზენაესობის მიმართ.

“საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული დავები ზოგჯერ ძირს უთხრის ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობისა და კანონის უზენაესობის მიმართ და, შესაბამისად, საქართველოს საინვესტიციო კლიმატის მიმართ. მთავრობამ დაასახელა სასამართლო რეფორმა, როგორც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და პარლამენტმა მიიღო რიგი რეფორმები, რომლებიც მიზნად ისახავს სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცებას”. – წერია ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ფიქსირდება სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული დარღვევები და პოლიტიკური საქმეები ზეწოლისგან დაუცველია.

“მიუხედავად იმისა, რომ ამ რეფორმებიდან ნაწილმა სასამართლოს გამჭვირვალობა გააუმჯობესა, სასამართლოების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული დარღვევები ფიქსირდება და პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეები კვლავ დაუცველია პოლიტიკური ზეწოლის მიმართ”. – წერია ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტი ხაზს უსვამს, რომ უზენაესი მოსამართლეების დანიშნვა არ შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

“ფაქტობრივად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა, რომელიც სრულად არ შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, გასულ წელს რისკები გაიზარდა. სახალხო დამცველის ოფისი, არასამთავრობო კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობა განაგრძობდნენ შეშფოთებას სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობასთან დაკავშირებით”. – ხაზს უსვამს ანგარიში.

ანგარიშში აღნისნულია, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, ათზე მეტი საინვესტიციო დავა დაფიქსირდა აშშ-ს მოქალაქეებთან. 2022 წლის დასაწყისისთვის, მათი უმეტესობა გადაწყდა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით, სასამართლოგარეშე გადაწყვეტილებით ან მთავრობის გადაწყვეტილებით. სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, ადგილობრივი სასამართლოები აღიარებენ და აღასრულებენ მთავრობის წინააღმდეგ გამოტანილ უცხოურ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას. უცხოელი ინვესტორების წინააღმდეგ სასამართლოს გარეშე მოქმედების არსებითი ისტორია არ არსებობს.

შესრულებისა და მონაცემთა ლოკალიზაციის მოთხოვნები

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ მთავრობა არ მიჰყვება იძულებითი ლოკალიზაციის პოლიტიკას, თუმცა ბოლო საკანონმდებლო ცვლილებებმა შექმნა სირთულეები დღგ-სგან გათავისუფლებულ სუბიექტებში მომუშავე უცხოელი თანამშრომლებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღებისას. უცხოელ ინვესტორებს არ აქვთ ვალდებულება გამოიყენონ შიდა შინაარსი საქონელსა თუ ტექნოლოგიაში. გარდა ამისა,ანგარიშში წერია, რომ არ არსებობს მოთხოვნები უცხოური IT პროვაიდერებისთვის, გადასცენ წყაროს კოდები და/ან უზრუნველყონ წვდომა ზედამხედველობაზე.

საკუთრების უფლების დაცვა

სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მთავრობამ გადადგა მრავალი ნაბიჯი მიწის დასაკუთრების რეგულირებისთვის, მათ შორის გამარტივებული პროცედურების ხელშეწყობა, უფასო რეგისტრაციის კამპანიები და მედიაციის სერვისები. გაურკვეველი ან დაურეგისტრირებელი დასახელება, რომელიც გრძელდება, გააჩნია საინვესტიციო პროექტების შეფერხების პოტენციალი.

ფინანსური სექტორი

“საქართველოს ეროვნული ბანკი არეგულირებს ფასიანი ქაღალდების ბაზარს. არცერთი კანონი ან რეგულაცია არ აძლევს უფლებას კერძო ფირმებს მიიღონ წესდება ან ასოციაცია, რომელიც ზღუდავს ან კრძალავს უცხოურ ინვესტიციებს, მონაწილეობას ან კონტროლს”. – წერია ანგარიშში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუციები რუსეთზე დაწესებული სანქციების შესაბამისად მოქმედებენ.

“ეროვნული ბანკი და ქართული ფინანსური ინსტიტუციები სრულად მოქმედებენ აშშ-სა და სხვათა მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად. საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობა სისტემატურად მოწმდება ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე შემოწმების დროს”. – წერია ანგარიშში.

“2020 წელს ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტმა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შეფასების საკითხებში დაამტკიცა საქართველოს მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიში. ანგარიშში შეფასებულია ეროვნული ბანკის ზედამხედველობის პროცესი და პრაქტიკა, როგორც ეფექტური შედეგი. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ფინანსურ ინსტიტუტებს ზოგადად კარგად ესმით რისკები და არიან მსხვილი საბანკო ან სხვა ფინანსური ჯგუფების ნაწილი, რომლებმაც დანერგეს დახვეწილი შიდა სისტემები და კონტროლი, რომლებიც ეფექტურად ამცირებენ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკებს”. – წერია ანგარიშში.

კორუფცია

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს აქვს კანონები, რეგულაციები და ჯარიმები კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად. 2003 წლიდან საქართველომ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა თავისი რეიტინგი საერთაშორისო გამჭვირვალობის (TI) კორუფციის აღქმის ინდექსში.

კორუფციაზე საუბრის დროს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ახსენებს 2016 წლის OECD-ის ანგარიშს, რომლის მიხედვითაც საქართველომ წვრილი კორუფციის წინააღმდეგ წარმატებას მიაღწია, თუმცა ახლა უნდა ფოკუსირდეს მაღალი დონის კორუფციაზე.

ასევე, ნახსენებია 2021 წლის GRECO-ს ანგარიში საქართველოზე, რომელიც ეხება კორუფციას პარლამენტარებში, მოსამართლეებსა და პროკურორებში და აღნიშნულია, რომ 9 მთავარი რეკომენდაციიდან 2 შეუსრულებელი რჩება.

პოლიტიკური და უსაფრთხოების გარემო

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია 2021 წლის 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენები, ასევე 2019 წლის გავრილოვის ღამის მოვლენებიც. ხაზსგასმულია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში პოლიცია ულტრამემარჯვენე ჯგუფებს აძლევდა ძალადობისთვის დასაშვებ გარემოს.

“მიუხედავად იმისა, რომ ძალადობრივი ქუჩის საპროტესტო გამოსვლები ზოგადად იშვიათია, ბოლო დროს იყო პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობისა და სამოქალაქო არეულობის ეპიზოდები. 2021 წლის ივლისში ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა ძალადობრივად მოაწყვეს ბუნტი მთელ თბილისში დაგეგმილი Tbilisi Pride-ის აღლუმის წინააღმდეგ, გაანადგურეს ორი არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისი და თავს დაესხნენ 50-ზე მეტ ჟურნალისტს და პიროვნებას, რომლებიც ლგბტქი+ თემის წევრებად ითვლება. 2019 წლის ივნისში, როდესაც დემონსტრანტები ცდილობდნენ პარლამენტში შესვლას ანტირუსული და ანტისამთავრობო პროტესტის დროს, ზოგიერთი ადამიანი დაშავდა, ზოგიერთს თვალის მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა პოლიციის მიერ რეზინის ტყვიების გამოყენების გამო. საერთოდ, პოლიციამ შეასრულა თავისი მოვალეობა, დაეცვა წესრიგი გაუთვალისწინებელი პროტესტის შემთხვევაშიც კი. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში პოლიციამ ულტრამემარჯვენეტა ძალადობისთვის შესაძლოგარემო დაუშვა”. – წერია ანგარიშში.

პოლიტიკური და უსაფრთხოების გარემოს პუნქტში საუბარია ნამახვანჰესის გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და საპროტესტო აქციებზეც. ხაზგასმულია, რომ საპროტესტო აქციების შემდეგ, საქმე ნამახვანჰესის პროექტის გაუქმებამდე მივიდა.

banner
წინა სტატიაშიდონეცკში რუსული სარაკეტო იერიში განხორციელდა, არის მსხვერპლი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი- არა მხოლოდ ბიჭვინთა, არამედ მთელი აფხაზეთი და სამაჩაბლო არის დროებით ოკუპირებული რუსეთის მიერ, ჩვენი გონივრული პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში სიმშვიდე და სტაბილურობაა შენარჩუნებული და ასეთივე გონივრული პოლიტიკით, ჩვენს ქვეყანას გავაერთიანებთ