“ჩარევა რუსთავი 2-ის დამოუკიდებლობაში, აუცილებლად დააზიანებს ვიზალიბერალიზაციის პროცესს“

ევროპარლამენტის საშინაო საქმეების კომიტეტის მიერ საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, შეფასებები გაკეთდა საპარლამენტო უმცირესობაში.

ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ ყველა ნაბიჯი უნდა გადადგას იმისათვის, რომ არ შეეშალოს ქვეყნსთვის, ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას.

მისვე თქმით, საქართველოში უნდა იყოს დაცული თავისუფალი მედია გარემო და სასამართლო სისტემა, იმისათვის, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლის კუთხით, ხელი არ შეეშალოს.

„ნაციონალური მოძრაობა დგას ქართველი მოქალაქეებისათვის ვიზალიბერალიზაციის მიცემის პროცესის სათავეში და დღესაც ჩვენ აქტიურად მხარს ვუჭერთ ამ პროცესს. ტექნიკურად პროცესი ნორმალურად მიდის ჩვენი ევროპელი პარტნიორების წყალობით, მაგრამ ივანიშვილის მთავრობა არ უნდა ჩაიდინოს რაიმე უგუნური ქმედება უახლოეს ხანებში, რაც პოლიტიკურად დააზიანებს პროცესს და გადაკვეთს წითელ ხაზებს, რაც ევროპელი პარტნიორებისათვის მიუღებელია. ეს განსაკუთრებით რუსთავი 2-ის საქმეს ეხება. ჩარევა რუსთავი 2-ის დამოუკიდებლობაში, სარედაქციო პოლიტიკაში და ურთმელიძის მოსამართლეობით ამ საკითხის გადაწყვეტა, აუცილებლად დააზიანებს ვიზალიბერალიზაციის პროცესს,“ – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიავტობუსის მძღოლების აქციაზე ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიასამების საკათედრო ტაძრიდან დიდი ოდენობის ძვირფასი ნივთები მოიპარეს