ჩაქვის გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ჩაქვის გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაშავებულია ოთხი ადამიანი. ერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

თვითმხილველების განცხადებით, “სუბარუს” მარკის ავტომობილი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და არხში გადავარდა.

ადგილზე გამოძახებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და პოლიცია.

ამ წუთებში ადგილზე მხოლოდ სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა. ოთხივე დაზარალებული მანქანიდან თვითმხილველებმა ამოიყვანეს.

ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

banner
წინა სტატიაშიპერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი გავრცელებულ ჩანაწერზე ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე : ნაცმოძრაობის გენერალური პროკურორი ცდილობს რევოლუციის ლეგიტიმურობას