ჭანუყვაძე, რომელიც დღეს გადადგა, პრემიერმა თანამდებობაზე დატოვა

გურიის გუბერნატორის, მერაბ ჭანუყვაძის თანამდებობიდან გადადგომის განცხადება პრემიერმა არ დააკმაყოფილა და ჭანუყვაძე პოსტზე დატოვა. დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურიის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა, თუმცა მამუკა ბახტაძის ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ ჭანუყვაძე თანამდებობაზე რჩება.
პრემიერის გადაწყვეტილებით, 5 რეგიონის – შიდა ქართლის, მცხეთა – მთიანეთის, სამეგრელო- ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის და სამცხე – ჯავახეთის გუბერნატორები თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ.

banner
წინა სტატიაში„რაიონის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებს ხელფასები გაეზრდებათ“ – მამუკა ბახტაძე
შემდეგი სტატიასერგო რატიანი : მამუკა ბახტაძეს უნდა ახსოვდეს, რომ ბიძინა ივანიშვილის განწყობები ცვალებადია