ჭანტურია, ჯაფარიძე, გეწაძე – სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატები ცნობილია

საქართველოს მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, საქართველოდან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატები არიან – ლადო ჭანტურია, სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე.

28 მაისს სამთავრობო საკონკურსო კომისიამ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსში მონაწილეებიდან შეარჩია ხუთი კანდიდატი. ჯამური ქულების მიხედვით, ლადო ჭანტურიამ, სოფიო ჯაფარიძემ, შოთა გეწაძემ, თამარ ალანიამ და ირაკლი დონდოლაძემ 23 კანდიდატს შორის კომისიის წევრების მხრიდან ყველაზე მაღალი ქულები მიიღეს.

banner
წინა სტატიაშიის, რომ თურმე ვიღაცა საზღვარზე გაიპარა, პასპორტი დატოვა, – ძალიან არასეიოზული პასუხია
შემდეგი სტატიააზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარილის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გასაჯაროებას ითხოვს