ჩანს მტრული დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ – თეოლოგები საპატრიარქოს განცხადებაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით მეუფე ნიკოლოზის მიერ გაკეთებული განცხადების კრიტიკაში თეოლოგებმა რუსეთის ინტერესები ამოიკითხეს. მათი შეფასებით, საპატრიარქოს განცხადება, სადაც კარგად ჩანს მტრული დამოკიდებულება მესამე პრეზიდენტის მიმართ, სავარაუდოდ, სწორედ კრემლის მიერ არის დაკვეთილი.

თეოლოგები ამბობენ, რომ საპატრიარქოს არ გააჩნია არავითარი უფლებამოსილება, ოფიციალურად შეაფასოს რომელიმე მღვდელმთავრის ქმედება, რადგან ეს მხოლოდ წმინდა სინოდის პრეროგატივაა.

“მან საკმაოდ თბილი სიტყვები თქვა მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რამაც როგორც ჩანს გაღიზიანება გამოიწვია რუსეთში. ეს ჩემი ვარაუდია რა თქმა უნდა, საიდანაც გარკვეულ შენიშვნებს მისცემდნენ საპატრიარქოს და საპატრიარქომაც არ დააყოვნა და გააკეთა განცხადება მეუფე ნიკოლოზის წინააღმდეგ.

ჩანს საპატრიარქოს მტრული დამოკიდებულება, როგორც პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ, და მის გარშემო არსებული პროცესების მიმართ, ასევე, მეუფე ნიკოლოზის განცხადებების მიმართ”, – თქვა თეოლოგმა, გოჩა ბარნოვმა.

როგორც თეოლოგმა გიორგი ტიგინაშვილმა აღნიშნა, ამ განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ “ქართულ ოცნებას” საპატრიარქო მოთვინიერებული ჰყავს და მათი საერთო “ბატონი” კრემლია.

banner
წინა სტატიაშიაზიის განვითარების ბანკმა საქართველოსთვის 101 მილიონი ევროს სესხი დაამტკიცა
შემდეგი სტატიასტალინის საბჭოთა პერიოდში მოსკოვის ცნობილი სასამართლო პროცესებიც კი არ წასულა ასე შორს – კარლ ბილდტი სააკაშვილის სასამართლო პროცესს ეხმიანება