Channel Georgia Conslating და კომპანია Ermed Georgia ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებაზე ხელი მოაწერეს

Channel Georgia Consulting მოხარულია განაცხადოს კომპანია Ermed Georgia-სთან ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შესახებ. აღნიშნული
ხელშეკრულების საფუძველზე Channel Georgia Consulting ხელს შეუწყობს კომპანია
Ermed Georgia-ს ქვეყანაში მისი საქმიანობის განვითარებას და საქართველოში
სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან მისი არსებული კავშირების გამყარებას.
“ჩვენ ძალზედ მოხარულნი ვართ, რომ გვაქვს პატივი დღეს ხელი მოვაწეროთ
ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას კომპანია Ermed Georgia-სთან, რომელიც
ჯანდაცვის სფეროში რეგიონის მასშტაბით მოღვაწე ერთერთ ყველაზე მსხვილ
კომპანიას წარმოადგენს. ჩვენი კომპანიის ჩართულობა აუცილებლად შეიტანს
წვლილს Ermed Georgia-ს საქმიანობის აღნიშნულ სფეროში და მის, როგორც არსებული
ბაზრის უდავო ლიდერის კონსოლიდირებაში “- განაცხადა Channel Georgia Consulting- ის თავმჯდომარებ, ბატონმა ფადი ასლიმ. “ჩვენთვის დიდი პატივია, რომ გვაქვს შესაძლებლობა ხელი მოვაწეროთ
ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას ისეთ უაღრესად გამოცდილ
საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიასთან, როგორიც არის Channel Georgia
Consulting და რომელმაც თანხმობა განაცხადა საქართველოში ადგილობრივ
პარტნიორებთან და კლიენტებთან ურთიერთობის გაღრმავების მიზნით, ჩვენი
საქმიანობის ხელშეწყობასა და მხარდაჭერაზე. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ
აღნიშნული თანამშრომლობა დიდ სარგებელს მოუტანს ჩვენს მიერ გაწეული
საქმიანობის და მომსახურების ერთობლივ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია
საქართველოში მცხოვრები ადამიანების ბედნიერი და ჯანმრთელი ცხოვრების
უზრუნველსაყოფად”, განაცხადა კომპანია Ermed Georgia-ს დირექტორმა, ბატონმა
მერთ ჩალქუშუმ.

Channel Georgia Consulting წარმოადგენს უნიკალურ საერთაშორისო საკონსულტაციო
კომპანიას, რომელიც აერთიანებს მაღალკვალიფიციურ და დიდი გამოცდილების მქონე
პროფესიონალთა ჯგუფს, რომელიც გლობალური მასშტაბით მომსახურებას უწევს
ინვესტორებსა და ბიზნესის განვითარებას ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, საბანკო საქმის, ფინანსური მომსახურების, მშენებლობის, უძრავი ქონების, ინფრასტრუქტურის, მრეწველობისა და სარეკლამო საქმიანობის განვითარების
სფეროში; Channel Georgia Consulting რეგისტრირებულია და საქმიანობას ეწევა
რამოდენიმე ქვეყანაში და თავისი ეფექტური, პროფესიული, სწრაფი და უმაღლესი
დონის მომსახურების მეშვეობით, ხელს უწყობს საერთაშორისო ბიზნეს კავშირების
დამყარებას, კერძოდ, სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს
წევრ ქვეყნებში, ევროპაში, კავკასიის და ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის
ქვეყნებში. Channel Georgia Consulting ხელს უწყობს კერძო კომპანიებისა და საჯარო
უწყებების, საელჩოებისა და სახელმწიფო სავაჭრო და ექსპორტის ხელშემწყობი
ორგანიზაციების სწრაფ, საიმედო, გამჭვირვალე და მაღალ ეფექტიანი საერთაშორისო
ბიზნესის განვითარებასა და საქმიანი ურთიერთობების გამყარებას მსოფლიოს 50-ზე
მეტ ქვეყანაში.
კომპანია Ermed Georgia წარმოადგენს ისეთი ცნობილი გლობალური კომპანიების
ოფიციალურ პარტნიორს და წარმომადგენელს საქართველოში, როგორიცაა: ABBOTT,
TURKLAB, SYNLAB, DIRUI, KROS. კომპანია Ermed Georgia აწარმოებს აღნიშნული
კომპანიების მიერ წარმოებული In Vitro სამედიცინო დიაგნოსტიკური აპარატურის და
პროდუქციის მოწოდებას საქართველოს რეგიონში და აღნიშნული აპარატურის
მომსახურების გაწევას. საქართველოში ჯანდაცვის სფეროში არსებული
საჭიროებებიდან გამომდინარე, კომპანია Ermed Georgia ინოვაციურად წარმართავს
თავის საქმიანობას, რომელიც თავის მხრივ, წარმართულია ადამიანთა ჯანმრთელობისა
და კეთილდღეობის უზრუნველყოფისათვის და თანამედროვე სამედიცინო
დიაგნოსტიკური საშუალებების გამოყენების საშუალებით, ბევრად უფრო ზუსტი და
სანდო სამედიცინო ლაბორატორიული ტესტირების მეთოდებისა და საშუალებების
დანერგვისა და მიზნების მისაღწევად. ჯანდაცვის სფეროში არსებული მდგომარეობის
გაუმჯობესებისა და წამყვანი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობით,
კომპანია Ermed Georgia თავისი მაღალკვალიფიციური და პროფესიული საქმიანობით
მოწოდებულია, რომ საქართველოში დაამკვიდროს თანამედროვე სამედიცინო დიაგნოსტიკური აპარატურის და მომსახურების უმაღლესი ხარისხი და სტანდარტები.
ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ცერემონიას მასპინძლობდა საერთაშორისო სავაჭრო
პალატა საქართველოში – ICC-Georgia.

banner
წინა სტატიაში„იდეალური იქნებოდა, რომ ბიძინა ივანიშვილი იყოს საპრეზიდენტო კანდიდატი“ – სოზარ სუბარი
შემდეგი სტატია„ეს უზრდელობაა, როცა მომინდება მაშინ გეტყვით“ – ზურაბიშვილი საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარის თქმასთან დაკავშირებით