“ჩანერგილები“ – ვინ ახდენს გავლენას გადაწყვეტილების მიღებაზე?

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული ინიციატივას“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ კანონში შესატან იმ ცვლილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში, სხვადასხვა საწარმოებსა და ორგანიზაციებში, სუს-ის თანამშრომლებს თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა სამსახურის გაუმჟღავნებლად ექნებათ.

გიორგი მშვენიერაძის თქმით, აღნიშნული ცვლილებით ხელისუფლება ე.წ. ოდეერის ინსტიტუტს ოფიციალურად ამკვიდრებს.

„სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ის დისკუსია, რომელიც ბოლო წლებში მიდიოდა იმასთან დაკავშირებით რამდენად მავნე და ცუდია ოდეერის ინსტიტუტი, რომელიც გადმონაშთი იყო საბჭოთა კავშირის, სახელმწიფოსგან ეს დისკუსია იღებს პასუხად არა ამ ინსტიტუტზე უარის თქმას ან მის მინიმუმამდე დაყვანას, არამედ დაკანონებას, რაც ძალიან ცუდი მესიჯია. განსაკუთრებით ასეთი ინსტიტუტებისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულება და შიშები არის პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, სადაც ჯერ კიდევ კარგად გვახსოვს თუ როგორ იყენებდა როგორც საბჭოთა ხელისუფლება, ასევე შედეგები ხელისუფლებები ჩანერგილ მოსამსახურეებს, რომლებიც მუშაობდნენ არა მარტო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმირებაზე, არამედ გავლენას ახდენდნენ სახელმწიფო უწყებების და თანამდებობის პირების მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებზე. ამიტომ ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ ამ საკითხის ხელახლა დაბრუნება და იმ სახით, როგორზეც დღეს არის საუბარი, ნამდვილად არ არის წინ გადადგმული ნაბიჯი,“-განაცხადა „დემოკრატიული ინიციატივას“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძემ.

banner
წინა სტატიაშითბილისში საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ღამის საათებში გაიტანენ
შემდეგი სტატიათბილისში ძეგლებს პირბადეები გაუკეთეს (ფოტო)