“ჩანაწერებზე უფრო მეტყველი იქნება თვითმხილველების ჩვენებები” – გია ვოლსკი ნუცუბიძეზე დაკავებისას გარდაცვლილის საქმეზე საუბრობს

“ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნას, რომელიც შს მინისტრის პარლამენტში დაბარებას ეხება, პოლიტიკური ცირკის მოწყობის მცდელობას უწოდებს, გია ვოლსკი.

მმართველ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი მღებრიშვილის საკანონმდებლო ორგანოში მისვლას საჭიროდ არ თვლის და ოპოზიცის მოთხოვნას არაადეკვატურად მიიჩნევს.

საქმე ეხება ნუცუბიძის ფერდობზე პატრულის მიერ დაკავებისას მამაკაცის გარდაცვალების ფაქტს. ნუცუბიძის ფერდობზე მომხდართან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატები უწყების ხელმძღვანელისგან განმარტებებს ითხოვენ.

გია ვოლსკი სამხრე კამერების ჩანაწერების არ არსებობასაც ეხმაურება და ამბობს, რომ ჩანაწერებზე უფრო მეტად მეტყველი, თვითმხილველთა ჩვენებები იქნება.

„იმედი გვქონდა, რომ ასეთი ჩანაწერები იარსებებდა, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს, ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი თვითმხილველია და მე ვფიქრობ, რომ ჩანაწერებზე უფრო მეტად მეტყველი იქნება თვითმხილველების ჩვენებები. მორიგი მცდელობაა პოლიტიკური ცირკის მოწყობის, მე არ მგონია, რომ საჭირო და დროულია დაბარება,“ – ამბობს პარლამენტის ვიცე სპიკერი გია ვოლსკი.

banner
წინა სტატიაშისაზღვრის უკანონოდ კვეთისთვის ბაქოს ინტერპოლის მიერ ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატია„სამხრე კამერების ჩანაწერები არსებობს“ – შალვა ხუციშვილი ნუცუბიძეზე მომხდარ შემთხვევაზე