ის ჩანაწერები, რომლებიც კონსტიტუციაში 2010 წელს გაკეთდა, პუტინიზაციის შეუმდგარი მცდელობა იყო-მათიკაშვილი

ის ჩანაწერები, რომლებიც კონსტიტუციაში 2010 წელს გაკეთდა, პუტინიზაციის შეუმდგარი მცდელობა იყო- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი.

მისი თქმით, 2010 წელს მიღებული ცვლილებებით, საქართველოს კონსტიტუციაში დიდი აღრევა მოხდა პრეზიდენტის არჩევის წესსა და მის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით.

„საქართველო ან ნახევრად საპრეზიდენტო, ან საპრეზიდენტო რესპუბლიკა იყო. შესაბამისად, ის ჩანაწერები, რომლებიც კონსტიტუციაში 2010 წელს გაკეთდა, პუტინიზაციის შეუმდგარი მცდელობა იყო და ამას ხაზს ვუსვამ. მადლობა ღმერთს, რომ ეს ისე არ მოხდა, როგორც დაგეგმილი იყო, მაგრამ კონსტიტუაცში ჩანაწერები გაკეთდა და დიდი აღრევა იყო პრეზიდენტის არჩევის წესსა და მის უფლებამოსილებას შორის. ისეთი ჩანაწერები იყო, რომლის შეცვლასაც წინა ხელისუფლებას ვენეციის კომისია სთხოვდა. იმ სახის რეგულაციების შემოღება ხდება, რომელიც ქვეყნის დემოკრატიის განვითარების სურვილს და პრინციპებს განსაზღვრავს. საპარლამენტო რესპუბლიკის გამოცდილება არ გვქონია, თუმცა იმის აღქმა რთული არ არის, ეს რა მიზანს ემსახურება. ჩვენი მიზანია, ქვეყნის სწრაფი და დემოკრატიული განვითარება“, – დასძინა მათიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო
შემდეგი სტატიასაქართველომ კარგი მეგობრობა იცის, მაგრამ ვისაც ჩვენი ერთიანობა არ უნდა საკადრისი პასუხი უნდა გავცეთ-ჯეჯელავა ლუჟკოვზე