ჩამოერთავთ მოძალადე სასულიერო პირებს ხარისხი – რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია საპტრიარქოს

რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია გუშინ, 6 მაისს რუის-ურბნისის ეპარქიაში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საპატრიარქოს მოუწოდებს, რომ მოძალადა სასულიერო პირებს საეკლესიო ხარისხი ჩამოერთვათ.

“მოვუწოდებთ საქართველოს საპატრიარქოს მოახდინოს შესაბამისი რეაგირება და სასულიერო ხარისხი ჩამოერთავთ მოძალადე ეპისკოპოსს და ბერ-დიაკვანს.

აღვნიშნავთ იმასაც, რომ მსგავსი შემთხვევა იშვიათობას არ წარმოადგენს და მიუთითებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არასწორ საკადრო პოლიტიკასა და ქართული ეკლესიის ღრმა კრიზისზე”, – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ რეგულაციების დარღვევის 1 305 ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალურ მრჩევლად ვაზილ ჰუდაკი წარადგინა