ჭალადიდში საყანე ფართობები დაიწვა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში საყანე ფართობები დაიწვა.

ამის შესახებ ინფორმაციას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის ხობის სამმართველოში განაცხადეს, ცეცხლი სარეველა, გამხმარ ბალახს გაუჩნდა და იმის გამო, რომ ირგვლივ ჭაობია, მანქანებმა იქ შესვლა ვერ შეძლო.

ადგილი, სადაც ხანძარი გაჩნდა დასახლებული პუნქტიდან მოშორებულია. ამ დრომდე უცნობია მისი გამომწვევი მიზეზი.

banner
წინა სტატიაში(video) რატომ ახსენებენ ადამიანს ვინც შაქარს არ მოიხმარს – ადვოკატი “ციანიდის” დეტალებს ასაჯაროებს
შემდეგი სტატიასაქართველოს ექს-გენკონსული: სპეციალურად ჩამოვფრინდი უკრაინაში