ჩახუნაშვილი დაკითხვის შემდეგ: “პროცესი, როგორც დაშინების მცდელობას, ასევე BBC-ის დისკრედიტირების მცდელობას წარმოადგენდა”

ექიმმა კონსტანტინე ჩახუნაშვილმა, რომელის სუს-მა დაკითხვაზე BBC-ის საგამოძიებო სიუჟეტთან დაკავშირებით დაიბარა, საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვის შემდეგ განაცხადა, რომ კითხვები ძირითადად მის სამეცნიერო საქმიანობას შეეხებოდა.

მისი თქმით, სუს-ს სურს, საქმეს ფორმულირება მისცეს იმ მხრივ, თითქოს BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ჩახუნაშვილის კვლევას ემყარებოდა.

ექიმი ამბობს, რომ ეს პროცესი, როგორც მის მიმართ დაშინების მცდელობას, ასევე BBC-ის დისკრედიტირების მცდელობას წარმოადგენდა.

ექიმმა კონსტანტინე ჩახუნაშვილმა, რომელის სუს-მა დაკითხვაზე BBC-ის საგამოძიებო სიუჟეტთან დაკავშირებით დაიბარა, საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვის შემდეგ განაცხადა, რომ კითხვები ძირითადად მის სამეცნიერო საქმიანობას შეეხებოდა.

მისი თქმით, სუს-ს სურს, საქმეს ფორმულირება მისცეს იმ მხრივ, თითქოს BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ჩახუნაშვილის კვლევას ემყარებოდა.

გამომძიებლებს ჰქონდათ შეკითხვები. ძირითადად, CV-ზე მეკითხებოდნენ, ჩემი სამეცნიერო ნაშრომები რაზეა და დანარჩენი ინფორმაცია ჩვენს სამეცნიერო ნაშრომზეც საჯაროა, ფულის გადახდა არ არის საჭირო, რომ ვიღაც შევიდეს და ნახოს.

რაც დღეს ხშირად ტრიალებს მედიაში, ძირითადად არის ის, რომ უნდათ თქვან, რომ ჩვენი კვლევა უდევს საფუძლად იმ დასკვნას, რომ გამოიყენეს კონკრეტული ნივთიერება. ეს ჩემი კვლევის საგანი არ ყოფილა. კონკრეტული წუთი და საათი დავუსახელე, სადაც BBC კონკეტულად ამას ამბობს. ვიდეოში არის 36 წუთი და მე-12 წამი, სადაც ამბობს, რომ ამ კვლევის საფუძველზე ვერ დადგინდა კონკრეტული აგენტი რაც იყო, იმიტომ, რომ არ იყო ჩვენი მიზანი ეს, რომ შეგვესწავლა და ამის შემდგომ მე რამდენჯერმე ვუთხარი, რომ თუ აინტერესებთ, საიდან მივიდა BBC ამ კონკრეტულ დასკვნამდე, 36 დან არის მთელი 20-წუთიანი მონაკვეთი და შესაბამისად, შეუძლიათ, გაეცნონ.

ჩემი აზრით, მათ უნდათ, თქვან, რომ BBC დაეყრდნო ჩვენს კვლევას, ამით მოახდინონ BBC-ის დისკრედიტირება და ისე გამოყვანონ, თითქოს ბიბისი ჩვენს კვლევაზე დაფუძნებით ამბობს იმას, რასაც ამბობს, რაც რეალობას არ შეესაბამება. სავარაუდოდ, ეს არის ასევე დაშინების ეფექტის მქონე და ჩემი აზრით, ასევე ეცდებიან, თუ ეს ყველაფერი არ გავიდა, ვიღაცა დასაჯონ კიდეც სიმბოლურად ან განტევების ვაცად“, – თქვა მან.

banner
წინა სტატიაშისუს-მა გამოკითხვაზე “საია”-ს ორი თანამშრომელიც დაიბარა
შემდეგი სტატიასარეაბილიტაციო ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი, ექიმი მარიამ ჯიშკარიანი გარდაიცვალა