,,ჩაიფუშა შონიას გეგმა… ივანიშვილმა სამეგრელოში ,,Человек ниоткуда” დანიშნა “

,, დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია სამეგრელოს რეგიონში ახალი გუბერნატორის დანიშვნის ფაქტს ეხმაურება. მიქაიას პოზიციას “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:
“მე მოწერელიას არ ვიცნობ. არც მისი პოლიტიკური „ბეგრაუნდის“ შესახებ მსმენია. პირდაპირ მინდა გითხრათ, მისი სახელი და გვარი გავიგე მაშინ, როდესაც „თაიმერმა“ გაავრცელა ექსკლუზივი იმის თაობაზე, რომ მოწერელია შესაძლოა გახდეს სამეგრელოს გუბერნატორი. კაცს, რომელსაც არ ვიცნობ, არ ვიცი რისი გამკეთებელია და რას წარმოადგენს, მასზე საუბარი გამიჭირდება, ვერც კარგს ვიტყვი და ვერც ცუდს-აცხადებს “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია.

მისივე განცხადებით,თავად ფაქტი გუბერნატორის შეცვლისა გახლავთ ლოგიკური ცვლილება. ჩემი აზრით, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რადგან იმდენად აყროლდა შონიას „ხელისუფლება“, რომ ამ სუნმა ბიძინა ივანიშვილიც კი შეაწუხა სოლოლაკის სასახლეში და, შესაბამისად, უკვე შეუძლებელი იყო შონიას დატოვება.
ახალ გუბერნატორს სამეგრელოში დახვდება დიდი გამოწვევა, რამეთუ შონიამ სამეგრელოში შექმნა ფაქტიურად კრიმინალური სინდიკატი. ახლა ყველაზე მთავარია ის, თუ როგორ გაუმკლავდება დღევანდელი გუბერნატორი ამ გამოწვევებს. აი, აქ ისმის კითხვა – როგორ გაართმევს იგი თავს ყველაზე მძიმე რეგიონის მართვას?!
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა იმაში მდგომარეობს, რომ ხელისუფლებაში მოიყვანოს ხალხი, ვისაც არ ააქვს პოლიტიკური „ბექგრაუნდი,“ ბროდსკისა არ იყოს “ჩელოვეკ ნე ოტკუდა”. კი ბატონო, მიხედონ საქმეს!-აცხადებს მიქაია.
“მე მინდა წარმატებები ვუსურვო ახალ გუბერნატორს. იმედია, იგი გოგიას, ქვარაიას ცოლის დაქალებთან ერთად ზუგდიდს ბულვარში არ დადგამს პიანინოს ან როიალს და მათთან ერთად, ჩემთვის საპატივცემულო დენიკინის დროინდელი პიონერთა სასახლის და მუსიკალური სკოლის პედაგოგებთან ერთად არ იმღერებს სიმღერას „შენს ეზოში გადარგული ხე ვიყო“. იმედი მაქვს, რომ ის ამას არ გააკეთებს, დანარჩენი ვნახოთ. საქმემან შენმან გამოგაჩინოს შენ!
რაც შეეხება ნინო ვიბლიანის გუბერნატორის მოადგილედ დანიშვნას, (ის გამოცდილი კადრია,) ჩაიფუშა შონიას გეგმა დაეტოვებინა კოდუა გუბერნატორად ან გუბერნატორის მოადგილედ და გაგრძელებულიყო შონიას კლანის ბაირამობა სამეგრელოში. მე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილმა არ დაუშვა სამეგრელოში შონია-კოდუას კლანის გაჯეჯილება.

banner
წინა სტატიაშიცემენტის ადგილობრივი მწარმოებლები მამუკა ბახტაძეს მიმართავენ
შემდეგი სტატიასუს-ის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილმა თანამდებობა დატოვა