“ჩაგი*** მესიჯboxში”- ჯაფარიძის კომენტარი მდინარაძის პოსტზე

“ჩაგი*** მესიჯboxში” – ეს კომენტარი დაუწერა “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ “ქართული ოცნების” ლიდერს, მამუკა მდინარაძეს Facebook-ზე, სადაც მდინარაძე წერს, რომ პროვოკაციების ავტორებიც ყველამ იცის და ისიც, ვინ დგას ამის უკან.

“პროვოკაციების ავტორებიც ყველამ იცის და ისიც, ვინ დგას ამის უკან. განცხადებებიც გაკეთდა ჩვენი მხრიდან და ამაზე აღარ შევჩერდები. აქ ყველაფერი ნათელია…ამ შემთხვევაში ჟურნალისტების და ოპერატორების მიმართ ძალადობის ფაქტებს შევეხები:რაც არ უნდა ხდებოდეს, როგორც არ უნდა მოგვწონდეს თუ არ მოგვწონდეს რომელიმე მედიის საქმიანობა, ჟურნალისტის, ოპერატორის თუ მედიის სხვა წარმომადგენლის მიმართ ძალადობა ყოვლად მიუღებელი, დაუშვებელი და წარმოუდგენელია!”-წერს “ქართული ოცნების” დეპუტატი მამუკა მდინარაძე დღეს განვითარებულ მოვლენებზე.

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქოს კიდევ ერთი განცხადება: სასულიერო პირების მიერ ჩადენილ მსგავს ფაქტებზე მოხდება რეაგირება
შემდეგი სტატიაიან კელი: სევდიანი დღეა საქართველოსთვის და მისი გულშემატკივრებისთვის