“ჩაგდების შემთხვევაში დემოკრატიული ტალღა წალეკავს ამ ხელისუფლებას” – ნიკა მელია პარლამენტში მივიდა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს ლიდერი ნიკა მელია პარლამენტში მივიდა, სადაც ცოტახანში 2020 წლის საპარლამენტო არჩვენების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე იმსჯელებენ.

მელიას თქმით, თუ “ქართული ოცნება” კანონპროექტს ჩააგდებს, მოსახლეობის შესაბამის პასუხს მიიღებს და დემოკრატიული ტალღა აუცილებლად შეცვლის ხელისუფლებას.

“თუკი საკონსტიტუციო ცვლელებებს მხარი არ დაუჭირეს ვფიქრობ სალაპარაკო ნაკლები იქნება ეს უფრო სამოქმედო იქნება და ამისთვის ძალღონეს არავინ არ დაიშურებს და მართლაც დარწმუნებული ვარ, რომ დემოკრატიული ტალღა წალეკავს ამ ხელისუფლებას და წლის ბოლომდე ისინი ვერ გასტანენ თავის სადავეებს, ეს არიქნება მხოლოდ თვალში ნაცრის შეყრა ეს იქნება სულში ჩაფურთხება ნებისმიერი საქართველოს მოქალაქისთვის რომელსაც დაპირდნენ და უთხრეს, რომ არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით და ეს ყველაფერი იმიტომ არ უთხრეს, რომ მათ ეს სურდათ ეს ყველაფერი აიძულა თვალდაკარგულმა ახალგაზრდებმა და იმედი მაქვს, რომ ამას ვერ გაბედავენ. ამის უდიდესი სურვილი აქვს და ეს ყველაფერი ჩანს, რომ კანონპროექტი ჩააგდონ მაგრამ, აქვე აცნობიერებენ, რომ მოყვება ამას ძალიან ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები, რომელიც დამთავრდება ამ ხელისუფლების მარცხით და თუკი მართლაც მშვიდობიანად შემოვა ხალხი ოდესმე საქართველოს პარლამენტში ამ ინიციატივის ჩაგდებით, მე ვიქნები ერთ-ერთი ბოლო, რომელიც ამ ხალხს მოყვება. პირდაპირ გეუბნებით, რომ თუკი ეს ჩავარდება ივანიშვილი ქვეყანას დატოვებს. ძალიან მიკვირს იმ დეპუტატების, რომლებიც ამბობენ, რომ თუკი ეს განხორციელდება ქვეყანაში არეულობა დაიწყება კითხვა მაქვს მათთან – თუკი ეს ყველაფერი არ განხორციელდება როგორ გონიათ ამით ქვეყანაში სტაბილურობა იქნება? სიმშვიდე იქნება? – არ მჯერა რა თქმა უნდა. როლები აქვთ გადანაწილებული და დარწმუნებული ვარ, რომ ზოგიერთმა დეპუტატმა არც იცონენ, რომ ხუნდაძესთან და სხვებთან კონტაქტი აქვს ცალკე ივანიშვილს, რომ უფრო ბუნებრივად წარიმართოს მათ შორის დებატები” – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშინინო ლომჯარია : პროპორციულ სისტემაზე უარის თქმა არის ადამიანის უფლებებისა და სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედება
შემდეგი სტატიაკახა ოქრიაშვილი : პარტიის თავმჯდომარის მხრიდან გარკვეულ დეპუტატებზე ზეწოლის მცდელობა იყო