„ჩაგდება არ გაბედოთ, მონებო” – პარლამენტთან პროპორციული სისტემის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

პარლამენტი ისტორიული კენჭისყრისთვის ემზადება, პარალელურად კი საკანონმდებლო ორგანოსთან ის ადამიანები იმყოფებიან, რომლებმაც პროპორციული არჩევნები შეიძლება ითქვას ჯანმრტლობის ფასად მოიპოვეს.
„ჩაგდება არ გაბედოთ, მონებო”, – სკანდირებენ „შეცვალესა”და „სირცხვილიას ” აქტივისტები.

ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

“ბოლო 7 წელი, “ქართული ოცნება” სხვა არაფერს არ აკეთებს და ახლა აქვს შანსი, რომ ბოლო წელს ქვეყანას აჩუქოს შანსი, დავბრუნდეთ ევროპულ გზაზე, თორემ “ქართული ოცნება” მიიღებს ძალიან მწვავე რეაქციას, დღეს თუ შემთხვევით მწვანე ღილაკის ნაცვლად წითელს დააჭერენ. დაველოდებით კენჭისყრას და თუ გავა პირველი მოსმენით წავალთ სახლში,” – განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა.

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე იმყოფებიან მოძრაობა “შეცვალეს” წევრებიც.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილმა ​მაჟორიტარები გადასარწმუნებლად დაიბარა, ცოტა დიქტატურაში გადადის
შემდეგი სტატიაეგ ნაცარი თვალებში შეაყარეთ ბიძინათქვენებს-სერგი კაპანაძე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კენჭისყრაზე