„ჩაეტიონ კანონის ჩარჩოებში“ – მამუკა მდინარაძემ ოპოზიციასა და მედიას მიმართა

„ქართული ოცნების“ ოფისში მორიგი ბრიფინგი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მამუკა მდინარაძემ ოპოზიციასა და მედია საშუალებებს მიმართა და მოუწოდა ცაეტიონ კანონით დადგენილ ჩარჩოებში:

„დღეს დილიდან დაფიქსირდა, რომ გარკლვეული ოპოზიციური ჯგუფები უბნებზე იმყოფებოდნენ მედია საშუალებების ყალბი აკრედიტაციებით და ხელს უშლიდნენ საარცევნო პროცესს. მაგალითად ქალაქ თელავში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წარმომადგენელმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს ავტომობილიდან უნებართვოდ ააცალა მისი კუთვნილი დოკუმენტები და შეეცადა ამით მოეხდინა ამომრჩეველზე უკანონო ზემოქმედება. მოვუწოდებთ ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას, ასევე ნებისმიერ ოპოზიციურ მედიასაშუალებას, ჩაეტიონ კანონის ჩარჩოებში, წინააღმდეგ შემთხვევაში უფლებას ვიტოვებთ მოვითხოვოთ მათ მიმართ კანონით დადგენილი მკაცრი ზომების გატარება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიყარაჯალაში ამომრჩეველებს „ქართული ოცნების“ კანდიდატი პირადად აკონტროლებს – “„ადამიანის უფლებათა ცენტრი”
შემდეგი სტატია“სულ რაღაც სამი საათი დარჩა მეორე ტურამდე და საბოლოო გამარჯვებამდე” – ელისაშვილი