ჭადრაკი – პოტენციალი ყველა სვლაში

„ქართულ-თურქულ ნეიროგანვითარების ცენტრ “ნიუ სტარში“, ჭადრაკის უფასო წრე გაიხსნა. განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოზარდებისთვის, მნიშვნელოვანია კომუნიკაციის ხარისხი, ქცევისა და ყურადღების კონცენტრაცია. თანამედროვე მიდგომები კი, სულ უფრო ხშირად ეძებს, არა მხოლოდ მედიკამენტურ, არამედ, თამაშზე დაფუძნებულ თერაპიულ გზებს, რომლებიც ბავშვისთვის ბუნებრივი და უსაფრთხოა.

სწორედ, ამ კონტექსტში ჩნდება ჭადრაკი – ერთი შეხედვით, უბრალო თამაში, რომელიც რეალურად, მრავალმხრივი, თერაპიული ინსტრუმენტია.

დღევანდელი დღე, ჩემთვის და ოთოსთვის, დადებითი ემოციების დღე იყო. მე და ჩემი შვილი დავიტვირთეთ პოზიტიურად. აღფრთოვანებული ვარ იმ ბედნიერი გამოხედვით, რაც დავაფიქსირე ოთოს თვალებში. ამაზე დიდი ბედნიერება ჩემთვის, როგორც დედისთვის, არ არსებოსბს.

ჩვენს ყოველდღიურობაში, ჭადრაკი პირველად შემოვიდა და მიხარია, რომ ახალი მიდგომა და ახალი მოცემულობა, ასე ლამაზად დაფიქსირდა ჩვენს, ცოტა რთულ ყოველდღიურობაში – ეს იყო, ცენტრის საჭადრაკო კლუბის წევრის, ნორჩი მოჭადრაკის, ოთოს დედის, მაია ლაგვილავას ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი შეფასება.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: ივანიშვილი, რომელიც 90-იან წლებში იყო “имеретинская мафия”-ს ბორის კვანტრიშვილის პირადი მოლარე და კვანტრიშვილის მკვლელობის მერე მთელი ფული მას დარჩა
შემდეგი სტატიატროტუარზე დგომისთვის ხალხის დაკავება დემოკრატიულ საზოგადოებასთან შეუთავსებელია – ჰიპერი