ჩადის პრეზიდენტი ხელახალი არჩევის დღეს გარდაიცვალა

ჩადის პრეზიდენტი გარდაიცვალა

ჩადის პრეზიდენტი იდრის დები, რომელიც ქვეყანას 30 წელიწადზე მეტი ხანი მეთაურობდა, სამშაბათს, 20 აპრილს გარდაიცვალა. ეს მოხდა ჩადის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის მიერ 11 აპრილს ჩატარებული არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში. 68 წლის დებიმ მეექვსეჯერ გაიმარჯვა და ხმათა 79,32% მიიღო.

ოფიციალური ინფორმაციით, იმავე დღეს პრეზიდენტი ქვეყნის ჩრდილოეთით სამხედრო მოქმედებების ზონას ეწვია, თუმცა, ამბოხებულთა ჯგუფები სამთავრობო სამხედრო განაყოფებს თავს დაესხნენ, რომლის დროსაც დები დაიჭრა, ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. დების გარდაცვალების შემდეგ ჩადის არმიამ გარდამავალი სამხედრო საბჭო შექმნა, რომელსაც სათავეში გარდაცვლილი პრეზიდენტის შვილი მაჰამატ კაკი ჩაუდგა. მალე საბჭო გარდამავალი პერიოდის ქარტიას გამოაქვეყნებს, რომელიც წელიწადნახევარი გაგრძელდება. ამ პერიოდისთვის სამხედროებმა ქვეყნის პარლამენტი და მთავრობა დაითხოვეს – ამის შესახებ “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა შავ ზღვაზე ფლოტისა და ავიაციის მასშტაბური წვრთნები ჩაატარა
შემდეგი სტატიაბოკერია: პოლიტიკურ ტერორისტს არ უნდა დაადებინო ისეთი შედეგი, რომელიც შენ მიგაჩნია სახიფათოდ