ჩადებებით ცდილობენ, გადაფარონ ფარცხალაძის ქმედება

„მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ევროსასამათლოს მოსამართლის ნონა წოწორიას ძმის ჩხრეკასთან დაკავშირებით.
იქედან გამომდინარე, რომ ოჯახი ერთი კვირის განმავლობაში სახლში არ იმყოფებოდა და დაბრუნებულზე უტარებენ ჩხრეკას და უცბად აღმოაჩენენ იარაღს, რომლის შესახებაც ოჯახს არანაირი წარმოდგენა არ აქვს ძალიან დიდ ეჭვს ტოვებს, რომ აქ გვაქვს იგივე „კლასიკა“ რომელსაც ქართული ოცნება რეგულარულად მიმართავს. როდესაც ნარკოტიკს ან იარაღას უდებენ მათთვის არასასურველ პიროვნებას და ეს ხდება ერთის მხრივ ევროსასამართლოს მოსამართლის ძმასთან დაკავშირებით, რომელიც მთელმა ბათუმმა იცის, რომ არის ერთი უბრალო, მშრომელი, პატიოსანი ადამიანი და მეორესმხრივ ხდება იმ კონტექსტში, როდესაც ფარცხალაძე დაუსჯელი დაბოგინობს და პარლამენტარები ხმას ვერ იღებენ. ხოლო სუსი და ბიძინა ივანიშვილი ცდილობენ, რომ მსგავსი ჩადებებით და ხელოვნურად შეთითხნილი საქმეებით გადაფარონ ფარცხალაძის ის ქმედება რომელიც კანონით ავალდებულებს ხელისუფლებას იყოს უმკაცრესად დასჯილი.

banner
წინა სტატიაშიდეკანოიძე: სტრასბურგის მოსამართლის ძმის ოჯახში ჩატარებული ჩხრეკა კითხვებს აჩენს
შემდეგი სტატიასკანდალი: “ციანიდის საქმეში ინტიმური ვიდეომასალა დევს, რომელიც როგორც ბრალდებულ გიორგი მამალაძეს, ასევე მესამე პირს ეხება”