ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საკითხის განხილვა დღეს განახლდება

დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საკითხის განხილვა დღეს განახლდება.პროცესი 6 თებერვალს უნდა გამართულიყო, თუმცა მოსამართლემ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდების პოზიციის მოსმენის შემდეგ სხდომა გადადო. დაცვის მხარემ პროკურატურის შუამდგომლობაზე წერილობითი და არგუმენტირებული პოზიციის წარსადგენად სასამართლოს გონივრული ვადა სთხოვა, რაც მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა დააკმაყოფილა.

გარდა ამისა, მოსამართლემ განმარტა, რომ ამ საქმეზე შემოსულია სახალხო დამცველის, საია-ს თავმჯდომარისა და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის დირექტორის სასამართლოს მეგობრის პოზიციები, რაც საკმაოდ მოცულობითია და მას დრო სჭირდება, რათა ამ პოზიციებს გაეცნოს.

banner
წინა სტატიაშიმაჩალიკაშვილის საქმე – სპეცოპერაციის დროს გამოყენებული იარაღის ბალისტიკური ექსპერტიზის შედეგები დღეს გახდება ცნობილი
შემდეგი სტატიადაგროვებით პენსიასთან დაკავშირებით პარლამენტში საკომიტეტო მოსმენები იწყება