ჩაბუქის საქმეზე გადაწყევტილება უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს – დეკანოიძე

ოპოზიცია მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეს ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ ჩაბუქს თურქეთს გადასცემენ, ეს ქვეყნის ავტორიტეტის შელახვა იქნება:

„როგორც ჩანს, ხელისუფლების ინტერესია, პროკურატურის, რომელიც ამ შემთხვევაში ხელისუფლების ინტერესს გამოხატავს, რომ ამ ადამიანის ექსტრადირება მოხდეს. ნებისმიერ გადაწყევტილებას, რომელსაც სასამართლო გამოიტანს, უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ექსტრადირების შესახებ, ასევე ადამიანის უფლებების დაცვის კონვენციას, ვინაიდან უკვე არის კონსესუსი საერთაშორისო თანამეგობრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, რომ ეს ადამიანი არის პოლიტიკური დევნის ობიექტი თურქეთში,“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირების საკითხზე სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს.

banner
წინა სტატიაშიჩაბუქის საქმესთან დაკავშირებით მაქვს ჩემი შინაგანი რწმენა – კილაძე
შემდეგი სტატიამაჩალიკაშვილის ოჯახს და მეზობლებს ხელახლა დაკითხავენ