ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელი ადასტურებს, რომ კორცხელში 53-ე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა

ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელი ადასტურებს, რომ კორცხელში 53-ე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა

hqdefaultმოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების მოქმედი მწვრთნელი გია იანტბელიძე აცხადებს, რომ კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანთან იმყოფებოდა, თუმცა ძალადობის ფაქტს უარყოფს.

“ქართული ოცნების” მხარდამჭერი ვარ და ჩავედი. ჩემი გულიდან გამომდინარე ჩავედი და დავფიქსირდი იქ, ჩემ მეგობრებთან ერთად. გაცხარებული ჩხუბის დროს თქვენ უფრო კარგად დაინახეთ იქ რაც ხდებოდა. ყველამ დააფიქსირა იქ ვინ რას აკეთებდა და თქვენ თვითონ ნახეთ მე იქ რა როლი მეჭირა. მე რომ დავიწყო ახლა ვაშველებდი-თქო, მერე იტყვიან, თავს იმართლებსო და ყველაფერია თავიდან ბოლომდე გადაღებული და ნახეთ მე იქ რა როლს ვასრულებდი. მე რომ იქ მონაწილეობს ვიღებდი და ვინმეზე ვძალადობდი ეს ცრუ ინფორმაციაა. ძალადობა დასაგმობია და არ შეიძლება. ეს რომ ჩხუბი და რაღაც შეხლა-შემოხლა მოხდა ძაან ცუდი ფაქტია და თვითონაც კარგად ხვდებიან“, – განაცხადა გია იანტბელიძემ.

banner
წინა სტატიაშიგინდა მწვრთნელი იყოს, გინდა სახელოვანი სპორტსმენი , რა ტიტულებიც არ უნდა ჰქონდეს კანონის წინაშე ყველა ვართ თანაბრად პასუხისმგებელი
შემდეგი სტატიაავსტრალიაში მფრინავი მელიების გამო საგანგებო მდგომარეობა შემოიღეს