“ჩაბღაუჭებული ხართ სკამს და ამართლებთ სამარცხვინო ურთმელიძის გადაწყვეტილებას”

“ჩაბღაუჭებული ხართ სკამს და ამართლებთ სამარცხვინო ურთმელიძის სამარცხვინო გადაწყვეტილებას,”- ასე ტაბულას ხელმძღვანელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს მას შემდეგ მიმართა, რაც ევა გოცირიძემ სტუდიაში მოსამართლე ურთმელიძის განჩინებაზე საუბარი დაიწყო.

კერძოდ, ევა გოცირიძე საუბრობდა იმ ჩანაწერზე, რომელითაც მოსამართლე ურთმელიძემ რუსთავი2-ს დროებითი მმართველები დაუნიშნა და მიუთითა პრინციპები, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანიამ უნდა იმუშაოს.

გოცირიძემ აღნიშნა, რომ სავსებით დასაშვებია ეს ჩანაწერი და განაცხადა, რომ ამის საშუალებას საერთაშორისო კონვენციები იძლევა.

გოცირიძის განცხადებებს სტუდიაშივე უპასუხა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

“პირდაპირ ეკრძალება სასამართლოს ჩემი ობიექტურობის შეფასება. თქვენ ურცხვად მარტო იმიტომ, რომ შეინარჩუნოთ სკამი იუსტიციის საბჭოში, რომელიც როგორც ჩანს მოგენატრათ წლებია დამშვიდობებული ხართ. იმისთვის, რომ შეინარჩუნოთ სკამი ასეთ სამარცხვინო სისულელეებს ამბობთ. თქვენ რა სისულელეეებსაც აქ ამბობთ ჩვენ ჩამოვივლით იურისტებს და ამ სისულელეების ანალიზს მოვთხოვთ. შეურაცხყოფა არ მომიყენებია ჩაბღაუჭებული ხართ სკამს, იცით რომ სკამზე რამდენ ხანს იჯდებთ ბიძინა ივანიშვილის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული ამიტომ ცდილობთ გაამრთლოთ სამარცხვინო მოსამართლის სამარცხვინო გადაწვყეტილება,”- აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე ბიძინა ივანიშვილის მისამართს ეძებს
შემდეგი სტატიაშალვა შავგულიძე: ეს არის ცენზურა