24.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
banner

ჩაანაცვლებს თუ არა “მსოფლიო თასზე” ირანს იტალია

ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, პაოლო ძამპოლიმ FIFA-ს ოფიციალურად სთხოვა, ირანის ნაკრები ტურნირიდან მოხსნას და მისი ადგილი იტალიას დაუთმოს. ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.

“ეს ჩემი ოცნებაა. იტალიას ოთხი ტიტული აქვს და მათი ყოფნა ჩემპიონატზე აბსოლუტურად გამართლებულია”,_ აცხადებს ძამპოლი.

ინფორმაციისთვის, იტალიამ ზედიზედ მესამედ ვერ მოახერხა მუნდიალზე მოხვედრა მას შემდეგ, რაც პლეი-ოფში ბოსნია-ჰერცეგოვინასთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

ირანის ნაკრების მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ 28 თებერვალს დაწყებული ომის გამო დადგა. ირანის ფეხბურთის ფედერაცია (FFIRI) ითხოვდა მატჩების აშშ-დან მექსიკაში გადატანას, თუმცა FIFA-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ჯერჯერობით ურყევია.

„ირანი იქნება მსოფლიო ჩემპიონატზე და ითამაშებს იქ, სადაც წილისყრის მიხედვით უწევს“, — განაცხადა ინფანტინომ გასულ თვეში.

როგორც BBC წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, მიუხედავად აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის სკანდალური შეთავაზებისა, FIFA-ში აცხადებენ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ირანის იტალიით ჩანაცვლების გეგმა არ განიხილება.

banner
წინა სტატიაშიისრაელის თავდაცვის ძალები: სამხრეთ ლიბანის სოფლებში დაბრუნება კვლავ სახიფათოა
შემდეგი სტატიალაშა პაპაშვილი: არ ყოფილა მთავრობა მე რომ არ ვოპონირებდე, იმიტომ რომ ჩემი საქმე ეგ არის