ჩაანაცვლებს თუ არა გახარია ბახტაძეს?!-,,ძალიან ბევრი ცვლილება იქნება “

მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე პრესა აქტიურად წერს, კერძოდ კი ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მამუკა ბახტაძეს შს მინისტრი გიორგი გახარია ჩაანაცვლებს.

„კვირის პალიტრის“ ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს უკვე მიღებული აქვს.

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ საზოგადოება სამთავრობო გუნდში ბევრ ცვლილებებს იხილავს. მისივე თქმით, იგეგმება ბევრი ახალი კადრის მოძიება:

„ცვლილებები ერთ დღეში არ ხდება, თუმცა ძალიან სწრაფად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი. დამერწმუნეთ, ძალიან ბევრი ცვლილება იქნება, ნახავენ ამას ჩვენი მოქალაქეები. ძალიან ბევრი ახალგაზრდა კადრის მოზიდვა მოხდება როგორც ადგილზე, ისე ცენტრალურ ხელისუფლებაში, ისე სამომავლოდ ჩვენი გუნდის გაძლიერებისათვის, როგორც შემდეგი არჩევნების პირობებში, ასევე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან ბევრი ცვლილება იქნება უკვე ამ წელიწადს, რაც ეხება ხელისუფლების სხვადასხვა დონეს. მიხეილ ცაგარელის პროგნოზებსაც გავეცნოთ და “კვირის პალიტრაც” გადავიდა მაგ კატეგორიაში და, ალბათ, საინტერესო იქნება ბატონი მიხეილი რას ამბობს. თუ ამ დონეზე დავედით, ალბათ, ესე იქნება და მოსაზრებებს ვერავის ვერ დაუშლი,“ – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

banner
წინა სტატიაშიგეგა გეგეშიძე-ვიღაცას ჩირქის მოცხობა უნდა და ყველაფერი გაირკვევა, მიმდინარეობს გამოძიება
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: რატომ ვეღარ აკონტროლებს ივანიშვილი “ოცნებას”