ცეზარ ჩოჩელის მიმართვა ბიზნესმენებს – არანაირი სიმდიდრე და ქარხნები არ ღირს სახელად

ჩვენ ხშირად მოგვდის შეცდომა, მაგრამ შეცდომას უნდა გამოსწორება. 2012-ში, იმის მიუხედავად რომ ბრძოლა წავაგეთ, მეც თქვენთან ერთად გულის სიღრმეში მჯეროდა რომ დღეს იქნებოდა თუ ხვალ, იქნებოდა უკეთესი საქართველოს დასაწყისი, მაგრამ თქვენთან ერთად მეც გამიცრუვდა ეს იმედი…

გუშინ გამოგვიცხადეს, ყველაზე დიდი რასაც გააკეთებენ იქნება თურმე რომ დასრულდება ნაციონალური მოძრაობა. ეს არის სამარცხვინო. თუ მეტი არაფერ არ გაქვს ხალხისთვის სათქმელი, თუნდაც ის, რომ 2012 წელს მივიღეთ დაპირება, რომ იქნებოდა აღდგენილი ღირსება, რომელ ღირსებაზეა საუბარი? რომელიც არ გვაძლევს საშუალებას რომ დამოუკიდებლად მივცეთ ხმა, ვისაც ჩვენ გვინდა?…- ამბობს ჩოჩელი.

ცნობილმა ბიზნესმენმა დღეს სხვა მეწარმეებს და კერძო სექტორში დასაქმებულ-დამსაქმებლებს მიმართა და ისტორიის სწორ მხარეს დგომისკენ მოუწოდა:

გაივლის დრო, ჩვენი დღევანდელი შეკრება ისტორიაში იქნება. მე ვიცი, რომ იწერება ახალი ისტორია. მინდა მოვუწოდო ყველა მეწარმესა და ბიზნესმენს, ყველა კერძო სექტორში დასაქმებულს, თუ გვინდა ხვალინდელი დღე უკეთესი იყოს და ფეხზე იდგეს ქვეყანა, დღეს ჩვენ ყველა ერთად უნდა დავდგეთ, გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ ესეთი ცხოვრება აღარ გვინდა და ვიმსახურებთ უკეთე მომავალს. ჩვენ ვიმსახურებთ და გვინდა უკეთესი საქართველო. არანაირი სიმდიდრე, არანაირი ქარხნები არ ღირს სახელად. რამდენი ქარხანაც არ უნდა ავაშენოთ, დრო გაივლის და დარჩება სახელი, ვიბრძოლოთ სახელისთვის” – თქვა ცეზარ ჩოჩელმა თავის მიმართვაში.

banner
წინა სტატიაშინანუკა ჟორჟოლიანი: ახლა გადასარჩენია საქართველო, ყველანი არჩევნებზე!
შემდეგი სტატიაგახარია: ენმ–ძალა ერთობაშიას დღევანდელი აქცია ღიმილისმომგვრელია