ცესკოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. როგორც აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, არჩევნები გაყალბდა, რის შედეგადაც „გაყალბებული მთავრობა გვყავს“.

„იმედი გვაქვს, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდება, ნორმალურ საავადმყოფოში გადავა. ასევე, ახალი არჩევნები გვექნება. იმისთვის ვართ მოსული, რომ ხალხს დავანახოთ გაყალბებული მთავრობა“, – აღნიშნავს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქციაზე იმყოფებიან სამოქალქო აქტივისტებიც. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.

banner
წინა სტატიაში“გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრები ეროვნულ ბანკთან ყავას 1 დოლარად ყიდიან
შემდეგი სტატიავლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ შავ ზღვაში ნატო-ს წვრთნები მოსკოვისთვის სერიოზული გამოწვევაა