ცესკოსთან მსვლელობისას კიდე ერთი პირი, აქტივისტი ვანო გომურაშვილი დააკავეს. დაკავებულია ასევე რეჟისორი გიორგი ლიფონავაც.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, შემაჯამებელი სხდომის დასრულების შემდეგ აღმაშენებლის ხეივანზე მსვლელობა მოაწყვეს.
საპროტესტო აქციის მონაწილეებს აღმაშენებლის ხეივანზე გზის გადაკეტვის რამდენიმე მცდელობა ჰქონდათ, პოლიცია კი სავალი ნაწილიდან მათ გადაყვანას ძალის გამოყენებით შეეცადა და აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.