ცესკოსთან მისასვლელი კარის ჩაკეტვას ადგილზე ხმაური მოჰყვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან ქალების აქცია იმართება, რომელზეც პოლიტიკოსი და აქტივისტი ქალები ოლიგარქიული რეჟიმის მიერ არჩევნების მოპარვას აპროტესტებენ. ქალები არჩევნების შედეგების გაუქმებასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების ნაწილს რკინის ღობე, რომელიც ცესკოს შენობის გარშემო არჩევნებამდე დაამონტაჟეს, ჩაუკეტეს და მათ ტერიტორიაზე შესვლა ვერ შეძლეს.

ცესკოს ეზოში შესვლის შეზღუდვას ადგილზე ხმაური მოჰყვა. აქციის მონაწილე ქალები პოლიციას მათი გადაადგილების შეზღუდვასა და კანონდარღვევაში ადანაშაულებდნენ. პროტესტის რამდენიმე მონაწილემ ეზოში შესვლა ღობეზე გადასვლით შეძლო.

ორად გაყოფილი აქციის მონაწილეებმა ცესკოს ქმედებები ღობეზე ქვების კაკუნით გააპროტესტეს. პროტესტის შედეგად პოლიციამ ჭიშკარი გააღო და აქციის მონაწილეები ეზოში შევიდნენ. ამასთან ცესკოს ეზოში პოლიციელების დამატებითი ძალების მობილიზებაც მოხდა.

banner
წინა სტატიაშისანდრო ბარამიძე: 120-ე მუხლი ამ შემთხვევაში საერთოდ არაფერ შუაშია სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაცია გააუქმეო ამ წუთში ამას არ ეუბნებიან ცესკოს
შემდეგი სტატიააზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის უკანონო გადმოკვეთის ფაქტზე მესაზღვრეებმა უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს