საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ცესკო-ს წევრობის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს კონკურსის შედეგად შერჩეული ექვსი კანდიდატურა წარუდგინა.
გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-12 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის, გიზო მჭედლიძის უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო, ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად მან გიორგი ჯავახიშვილისა და ლევან ტურაშვილის კანდიდატურები წარადგინა; ცესკო-ს წევრის, თამაზ შარმანაშვილის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით დავით ღონღაძისა და ზურაბ ხრიკაძის კანდიდატურები შესთავაზა; ხოლო ცესკო-ს წევრის, კონსტანტინე კირვალიძის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით წარმოშობილ ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე, გიორგი ჭიქაბერიძისა და ნათია ჯიქიას კანდიდატურები დაასახელა.
შესაბამისი წარდგინება საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს უკვე გადაუგზავნა.