ცესკოს წევრობის კანდიდატის შერჩევის საკონკურსო კომისიაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების როგორც ფინანსური, ასევე შინაარსობრივი საქმიანობა საჯაროდ გახდება

ცესკოს წევრობის კანდიდატის შერჩევის საკონკურსო კომისიაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების როგორც ფინანსური, ასევე შინაარსობრივი საქმიანობა საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს – აღნიშნული ცვლილება საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტში შედის, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით იხილება.

როგორც მომხსენებელმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, აღნიშნული ცვლილება შესაბამის მუხლში პროექტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილვის დროს გამოთქმული მოსაზრებების საფუძველზე შედის.

banner
წინა სტატიაში„ლიბერთი ბანკი“ – ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია საზოგადოებას შევახსენოთ ამ თემის პრეისტორია
შემდეგი სტატიაევროკავშირმა მინსკს ეკონომიკური სანქციები დაუწესა