ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი სიორიძეს სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცა – დაპირისპირება ცესკო-ს სხდომაზე

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება ცესკო-ს სხდომაზე – თავმჯდომარის, გიორგი კალანდრიშვილსა და მისი ოპოზიციონერი მოადგილის, გიორგი სიორიძეს შორის მწვავე კამათი სიორიძის მხრიდან სიტყვით გამოსვლის მოთხოვნას მოჰყვა. კალანდარიშვილმა მას უთხრა, რომ ამის უფლებას მხოლოდ კომისიის სხდომის ბოლოს მისცემდა, მას შემდეგ, რაც დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავდნენ.

კალანდარიშვილმა სიორიძეს რეგლამენტის დაცვისკენ მოუწოდა და მიმართა, რომ პოლიტიკური განცხადებები პოლიტიკურ პლატფორმებზე გაეკეთებინა და მიკროფონი გამოურთო:

“არ გაძლევთ სიტყვას… გამოვურთავ ნებისმიერს, ვისაც არ მივცემ სიტყვის უფლებას…

ნუ ცდილობთ ხმაურის შექმნას, გამოგირთეთ იმიტომ, რომ არ გეკუთვნით, დამშვიდდით, ხმას გიწევთ იმიტომ, რომ მშვიდად ნათქვამი არ გესმით… ხმას ავუწევ ყველგან, სადაც ასაწევი იქნება, არ გაძლევ ხმის უფლებას.” მიმართა კალანდარიშვილმა სიორიძეს.

ამის შემდეგ ცესკოს თავმჯდომარემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა კენჭისყრაზე დააყენა, სიორიძემ კი პროტესტის ნიშნად, სხდომა დატოვა.

banner
წინა სტატიაშიპარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარედ სოზარ სუბარი აირჩიეს
შემდეგი სტატიასაქართველოს საგარეო უწყება გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას