ცესკოს თავმჯდომარე ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჰელენ სანდ ანდერსენს შეხვდა. კენჭისყრის დღე და არჩევნებამდე საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობა იყო შეხვედრის მთავარი თემა. გიორგი კალანდარიშვილმა ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ყველა იმ სიახლეზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნებზე ახორციელებს.

ცესკოს თავმჯდომარისა და ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის შეხვედრა დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შედგა.

წინა სტატიაშითინა ბოკუჩავა რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს მოინახულებს
შემდეგი სტატიაგიორგი ნონიაშვილი: ჩუღურეთის 24-ე უბანზე უპრენცენდენტო დარღვევების ფაქტები დაფიქსირდა