ცესკოს პირველადი მონაცემები დილის 6 საათზე იქნება

ცესკო-ს წინასწარი ინფორმაციით, 64-დან უკვე დათვლილია 37 უბნის მონაცემები

ცესკოს პირველადი მონაცემები დილის 6 საათზე ექნება. ხმების დათვლის პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ცესკოში მიმდინარე არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ისინი არ ჩქარობენ, რადგან თითოეულ ხმას დიდი მნიშვნელობა აქვს.

„მნიშვნელოვან დარღვევებს არ ჰქონია ადგილი, რომელსაც შეუძლია, შედეგებზე გავლენა იქონიოს. რაც მოხდა მარნეულში, ეს ქვეყნის იმიჯისთვის ძალზედ ცუდია, მაგრამ საუბნო საარჩევნო კომისიაში მიმდინარე პროცესებს თუ შევაფასებთ, იქ ყველაფერი პროცედურების დაცვით მიმდინარეობს. საარჩევნო ადმინისტრაცია შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს,“ – აცხადებენ ცესკოში.

ამ დროისთვის კი კვლავ მიმდინარეობს ავღანეთში სამხედროების ხმების დათვლის პროცესი და წინასწარი მონაცემებით ლიდერობს ქართული ოცნება, თუმცა ქართველმა ჯარისკაცებმა საკუთარი არჩევანი ენმ-ისა და თავისუფალი დემოკრატების სასარგებლოდაც გააკეთეს.

banner
წინა სტატიაში(Video) “ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე” – სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს
შემდეგი სტატიაირმა ნადირაშვილი ბოლნისის რაიონის რამდენიმე უბნის შედეგებს აქვეყნებს