ცესკოს მონაცემებით ქუთაისში არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, მონაცემების თანხმად ქუთაისში არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი.

ლიდერობს პარტია ქართული ოცნების მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია, მას ხმას ამომრჩეველთა 48,62% მისცა, ხოლო ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს 27,16% აქვს. მესამე ადგილს ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატი დავით გოგისვანიძე იკავებს, დემოკრატიული მოძრაობის კანდიდატს გოგი წულაიას კი 7,16% აქვს.

banner
წინა სტატიაშიცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ლიდერობს
შემდეგი სტატიაწინასწარი შედეგები ბათუმის მერის არჩევნებზე: კომახიძე – 54.8%, ანთაძე – 25.8%